2019-06-19 12:17:28, 913 ნახვა
პოლიტიკა
ოხანაშვილი: სამუდამოდ უნდა დავასრულოთ უსახური და საფრთხის შემცველი მშენებლობები ჩვენს ქალაქში
„სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ დედაქალაქის მერის ახალ ინიციატივას, რათა ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ უსახური და საფრთხის შემცველი მშენებლობები ჩვენს ქალაქში უკანონო მშენებლობების საკითხის დარეგულირებით დავიცავთ ჩვენი საზოგადოების ინტერესებს, რათა მათ იცხოვრონ ჯანსაღ და დაცულ გარემოში.
ჩვენთვის ყველასთვის ბიზნესის ხელშეწყობა პრიორიტეტულია, რათა მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას და ინვესტიციები განხორციელდეს, თუმცა, ეს არ უნდა მოხდეს დედაქალაქის საზიანოდ“.
პარლამენტის იურუდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი.
(NS)
ავტორი: ექსპრესნიუსი,