13:50 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-18 17:22:37, 1630 ნახვა

კომენტარი
ოქრუაშვილი ვასაძის განცხადებებზე - არავის აქვს უფლება თავი სახელმწიფოზე მაღლა დააყენოს

„არავის არ აქვს უფლება  თავი სახელმწიფოზე მაღლა დააყენოს“, - ასე გამოეხმაურა მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი „თბილისი პრაიდის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. 

ოქრუაშვილი აღნიშნავს, რომ ღირსების მარშთან დაკავშირებული დაპირისპირება შესაძლოა ქართული სახელმწიფოს ჩამოსაშლელად იარაღად გამოიყენონ.

„არავის არ აქვს უფლება თავისი თავი სახელმწიფოზე მაღლა დააყენოს, სახელმწიფოს ფუნქციების განხორციელება თავის თავზე აიღოს. ვინც არ უნდა იყოს, რა ჯგუფიც არ უნდა იყოს ეს. ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ არჩერთი ჩვენგანი, არცერთი კონკრეტული ინტერესთა ჯგუფი არ უნდა აღმოჩნდეს უნებლიედ გამოყენებული იარაღი ვინმეს ხელში. ჩვენ, ბოლო დღეების განმავლობაში, ძალიან მარტივად დავინახეთ, რომ შესაძლოა, სახელმწიფო ჩამოგვეშალოს. ორი ურთიერთდაპირისპირებული ინტერესთა ჯგუფების თუ ნებისმიერი სხვა ჯგუფების ჭიდილის შედეგად. კონსტიტუცია და კანონები არის ნომერ პირველი ამოსავალი წერტილი თითოეული ჩვენგანის ქცევისა ამ ქვეყანაში“, - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
ჩერნობილის 40 წელი - კატასტროფა, რომლის დამალვაც სცადეს
უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ობიექტებს რუსეთის ფედერაციის იაროსლავისა და ვოლოგდას რეგიონებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics