01:53 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-18 16:56:01, 1217 ნახვა

რეგიონი
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტს თინათინ ზოიძე უხელმძღვანელებს

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარედ თინათინ ზოიძე დაინიშნა, რომელიც დღემდე დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელობდა. ის  აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ დეპარტამენტის ყოფილ უფროსთან და უკვე მის მოადგილე სულხან ღლონტთან ერთად თანამშრომლებს დღეს წარუდგინა. სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა თინათინ ზოიძისა და სულხან ღლონტის გამოცდილებას გაუსვა ხაზი და მათ ახალ პოზიციებზე წარმატებები უსურვა.

„აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის გუნდთან ერთად გავაგრძელებ იმ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას, რომელიც რეგიონის პოპულარიზაციას, ტურისტული პროდუქტების დივერსიფიკაციას, სერვისის გაუმჯობესებასა და აჭარაში სეზონურობის დაძლევას შეუწყობს ხელს,“ განაცხადა სიტყვით გამოსვლისას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძემ.  თინათინ ზოიძეს ტურიზმის სფეროში მუშაობის 13 წლიანი გამოცდილება აქვს, აქედან 9 წელი ის აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის სააგენტოში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდა. 2015 წლიდან დღემდე ხელძღვანელობდა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს, მანამდე კი ბათუმის ტურისტული სააგენტოს ტურიზმისა და მარკეტინგის განყოფილებებს. ის ასევე კითხულობს ლექციებს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში და ჩართულია რეგიონში ტურიზმის განვითარების კუთხით მიმდინარე მნიშვნელოვან პროექტებში.

თინათინ ზოიძე 2008-2009 წლებში სწავლობდა ლატვიაში ჰუმანიტარულ,  პარალელურად კი ეკონომიკისა და ტურიზმის ფაკულტეტებზე. ის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელწიფო უნივერსიტეტის ანგლისტიკის სპეციალობის მაგისტრია. მონაწილეობა მიღებული აქვს საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics