|
2015-07-02 13:06:40, 420 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი თურქმენელ კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის
საქართველოს პრეზიდენტი თურქმენ კოლეგას ჯერ პირისპირ და შემდეგ გაფართოებულ ფორმატში, სახელმწიფო დელეგაციებთან ერთად შეხვდა. შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და თურქმენეთს შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს. საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის გეოპოლიტიკური და ტრანსრეგიონალური პროექტების , სატრანსპორტო და ენერგო დერეფნების საკითხებს. გიორგი მარგველაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს საზღვაო-სატრანსპორტო შესაძლებლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტვირთებისა და საქონლის ტრანზიტის სფეროში თანამშრომლობის თვალსაზრისით, მათ შორის ენერგომატარებლების ტრანსპორტირებისათვის. საქართველოს პრეზიდენტმა თურქმენ კოლეგასთან საუბრისას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა. გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა გურბანგული ბერდიმუჰამედოვს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის ურყევი მხარდაჭერისთვის. თავის მხრივ, თურქმენეთის პრეზიდენტმა ქართველ კოლეგას მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რასაც ჩვენი ქვეყანა ასრულებს, როგორც თურქმენეთის მხარის მიერ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე ინიცირებული ყველა მნიშვნელოვანი რეზოლუციის თანასპონსორი. შეხვედრისას თურქმენეთის სახელმწიფო დელეგაცია საქართველოს საინვესტიციო კლიმატითაც დაინტერესდა. როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, საქართველო, როგორც DCFTA-ს ხელმომწერი სახელმწიფო უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს ინვესტორებს, ევროკავშირთან ვაჭრობა სატარიფო ბარიერების გარეშე აწარმოონ. თურქმენეთის პრეზიდენტმა ქართველი კოლეგა თურქმენეთის სახელმწიფოს მუდმივი ნეიტრალიტეტის სტატუსის 20 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად მიიწვია. თურქმენეთის სახელმწიფო დელეგაციასთან გაფართოებული ფორმატით შეხვედრას საქართველოს მთავრობის წევრები და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)