|
2015-07-02 12:40:00, 328 ნახვა
პოლიტიკა
დავით პატარაია: მნიშვნელოვანია, რომ ასეთ რთულ სიტუაციაში, როცა რუსეთთან პირისპირ ვართ, ბევრი ახლობელი გვყავდეს
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის დავით პატარაიას შეფასებით, თურქმენეთის პრეზიდენტის ვიზიტს საქართველოს გეოპოლიტიკური მნიშვნელობის გაძლიერებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ამის შესახებ დავით პატარაიამ ჟურნალისტებს პრეზიდენტის სასახლეში თურქმენეთის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ განუცხადა. მისივე თქმით, იმ სიტუაციაში, როდესაც საქართველო რუსეთთან პირისპირაა, მნიშვნელოვანია, რომ ბევრი მეგობარი ქვეყანა ჰყავდეს არა მხოლოდ დასავლეთში, არამედ აღმოსავლეთშიც. „ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ვიზიტს საქართველოს გეოპოლიტიკური მნიშვნელობის გაძლიერებისათვის. თურქმენეთი არის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი, მეგობარი სახელმწიფო საქართველოსი. ის არის საკვანძო აბრეშუმის გზის განვითარების თვალსაზრისით. გზისა, რომელმაც უნდა გაიაროს საქართველოზე, რომელმაც ძალიან ბევრი პოლიტიკური, მათ შორის უსაფრთოების თვალსაზრისითაც, ეკონომიკური სარგებელი უნდა მოუტანოს ქართულ საზოგადოებას. ამ ვიზიტს მართლაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან როცა გეოპოლიტიკური როლი ვახსენე, ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ არის უზარმაზარი რეზერვები და რესურსები, რომელიც თავად თურქმენეთს აქვს. პრაქტიკულად, ეს არის მართლაც საკვანძო ქვეყანა როგორც ევროპისკენ, ისე ევროპიდან, ტვირთების გადაზიდვისთვის საქართველოს გავლით, თავი რომ დავანებოთ კიდევ ძალიან ბევრ ნიუანსს. ალბათ ყველა ხვდება, თუ რა მნიშვნელობა აქვს, რომ ბევრი ახლობელი გვყავდეს ასეთ რთულ სიტუაციაში, როცა ვართ პირისპირ რუსეთთან, არ დავრჩეთ პირისპირ რუსეთთან. როგორც ევროპა გვიდგას გვერდით და დასავლეთი, ასევე აღმოსავლეთი გვედგეს“,-განაცხადა დავით პატარაიამ. გურბანგული ბერდიმუჰამედოვი სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად საქართველოს 3 ივლისს დატოვებს.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)