13:53 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-17 16:06:42, 1010 ნახვა

კომენტარი
ბახტაძე - ფესტივალი „ევროპალია საქართველო“ კიდევ ერთი უნიკალური საშუალებაა, რომ ქვეყანა ფართო აუდიტორიის წინაშე წარსდგეს

ფესტივალი „ევროპალია საქართველო" კიდევ ერთი უნიკალური საშუალებაა, ჩვენი ქვეყანა წარსდგეს ფართო აუდიტორიის წინაშე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ფესტივალის ფარგლებში, საქართველო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარსდგება ევროპის სხვადასხვა ქვეყნების დედაქალაქებში, სადაც გაიმართება კულტურული ღონისძიებები. 4 თვის განმავლობაში, 2022 წლის სექტემბრიდან 2023 წლის იანვრის ჩათვლით,  400-მდე ღონისძიება იგეგმება.

„მოეწობა გამოფენები, კონცერტები, ლიტერატურული ღონისძიებები, კონფერენციები, სხვადასხვა ტიპის მხატვრული და კულტურული აქტივობები. ჩვენ ვართ ევროპის კულტურის სივრცის საერთო ნაწილი და „ევროპალია" არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფესტივალი და ღონისძიება ევროკავშირის ფარგლებში, ევროპულ ოჯახში, რაც კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია. მე მსურს, ჩვენს ევროპელ მეგობრებს ამისთვის დიდი მადლობა გადავუხადო", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
ჩერნობილის 40 წელი - კატასტროფა, რომლის დამალვაც სცადეს
უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ობიექტებს რუსეთის ფედერაციის იაროსლავისა და ვოლოგდას რეგიონებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics