|
2015-01-23 12:35:47, 2320 ნახვა
პოლიტიკა
დიმიტრი სანაკოევი: ე.წ. ხელშეკრულება არა მარტო აქ, არამედ ევროპასა და გაეროშიც უნდა განიხილონ
აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ე.წ. ხელშეკრულებასთან დაკავშირებით პრეზიდენტთან კონსულტაციები გრძელდება. გიორგი მარგველაშვილი ამწუთებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ ვახტანგ ყოლბაიასა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ დიმიტრი სანაკოევს ხვდება. როგორც სანაკოევმა შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, მთავრობამ უნდა მიიღოს ზომები და ე.წ. ხელშეკრულება არა მარტო საქართველოში, არამედ ევროპასა და გაერო-შიც განიხილონ. "ჩვენ დღეს ვმართავთ პრეზიდენტთან შეხვედრას იმისთვის, რომ მოვამზადოთ წინადადებები იმასთნან დაკავშირებით, თუ რა უნდა გავაკეთოთ ამ მიმართულებით და ისინი რეკომენდაციის სახით მივაწოდოთ მთავრობას და თავად პრეზიდენტს. ჩემი აზრით, მთავრობამ უნდა მიიღოს ზომები და ე.წ. ხელშეკრულება არა მარტო აქ, ჩვენთან, არამედ ევროპასა და გაეროშიც უნდა განიხლონ",-განაცხადა დიმიტრი სანაკოევმა. შეხვედრაში ვახტანგ ყოლბაიასა და დიმიტრი სანაკოევის გარდა, შემდეგი ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ: "კავკასიური დიალოგი", სამართლებრივი დაცვის ინსტიტუტი, ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტი, "კავკასიური სახლი", სახალხო დამცველის ოფისი, ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ინსტიტუტი, ერგნეთის ცენტრი, გორის საინფორმაციო ცენტრი, "თანხმობა"
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)