06:35 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-17 13:23:01, 1650 ნახვა

სამართალი
ომბუდსმენი შსს მოუწოდებს, მის მოადგილეებზე განხორციელებულ მუქარასა და იძულებაზე გამოძიება დაიწყოს

საქართველოს სახალხო დამცველი მის მიმართ განხორციელებულ მუქარასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ნინო ლომჯარიას ინტერნეტსივრცეში სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან. აპარატის ცნობით, მუქარა სახალხო დამცველის განცხადებებს მოჰყვა, სადაც ომბუდსმენი შეკრებებისა და მანიფესტაციების უფლების დაცვის მოწოდებით გამოვიდა.

„ქვეყანაში 18-23 ივნისს ლგბტ+ თემის მიერ დაგეგმილ „ღირსების მარშს“ სახალხო დამცველი სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა და ქვეყანაში არსებული მაღალი ჰომოფობიური განწყობებიდან გამომდინარე მოუწოდა სამართალდამცველებს, აქციის ორგანიზატორთათვის მიეცათ კონსტიტუციით გარანტირებული უფლების რეალიზების საშუალება და დაეცვათ მათი უსაფრთხოება.

ინტერნეტ სივრცეში განხორციელებული მუქარის პარალელურად 14 ივნის მთავრობის კანცელარიასთან ლგბტ+ თემის აქციაზე რადიკალურად განწყობილმა კონტრაქციონერებმა სახალხო დამცველის მოადგილეების - გიორგი ბურჯანაძისა და ეკატერინე სხილაძის მიმართ სცადეს საქმიანობის ხელშეშლა, რაც გამოიხატა ფიზიკური დაზიანების მუქარაში და სიტყვიერ შეურაცხყოფაში.

საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ინტერნეტსივრცეში მუქარის შემცველი შეტყობინებების გავრცელების ფაქტზე გამოძიების დაწყებას. მნიშვნელოვნად მიგვაჩნია გამოძიებამ დაადგინოს ყველა ის კონკრეტული პირი თუ ჯგუფი, ვინც გაავრცელა მუქარის შემცველი შეტყობინებები, გამოკვეთოს მათი საქმიანობის მიზანი და მოტივი და იმსჯელოს მათთვის პასუხისმგებლობის დაკისრებაზე“, - ნათქვამია განცხადებაშიუ.

ომბუდსმენი ასევე მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაიწყოს გამოძიება 14 ივნისს, მთავრობის კანცელარიასთან სახალხო დამცველის მოადგილეებზე განხორციელებულ მუქარასა და იძულებაზე.

„სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ გამოძიება წარიმართება დროულად და ეფექტიანად. ასევე გამოვთქვამთ სრულ მზადყოფნას ვითანამშრომლოთ გამოძიებასთან“, - აღნიშნული ომბუდსმენის აპარატის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics