06:35 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-16 14:02:32, 1582 ნახვა

სამართალი
ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლის ფაქტზე პოლიციამ გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება, აქციის მიმდინარეობისას ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით.
მთავრობის კანცელარიასთან მიმდინარე ჰომოფობიური აქციის ერთ-ერთი მონაწილე ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტს სესილი ბოკერიას ხელით შეეხო.

ხოლო რადიო თავისუფლების ჟურნალისტს თორნიკე მანდარიას პოლიციამ ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდა იმ მოტივით, რომ ის ჰომოფობიური ჯგუფის წევრებს „აღიზიანებდა“.
ონლაინგამოცემა „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტს კანცელარიასთან კონტრაქციის მონაწილემ პირდაპირი ჩართვისას ტელეფონი წაართვა და პოლიციელების კორდონთან დააგდო.
კონტრაქციის მონაწილეები  „ლიბერალის“ ჟურნალისტებს ტელეფონის დამტვრევით დაემუქრნენ და მოითხოვნდნენ განმარტებას, რატომ იყვნენ ისინი კანცელარიასთან. 
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით,  პოლიცია დაიცავს თითოეული ადამიანის როგორც შეკრების, ისე გამოხატვის თავისუფლებას, მათი პოლიტიკური შეხედულების, რელიგიური მრწამსის, სექსუალური ორიენტაციის და სხვა ნიშნის მიუხედავად

"რაც შეეხება მიმდინარე დღეებში დაგეგმილ სხვადასხვა აქციას, პოლიცია დაიცავს თითოეული ადამიანის როგორც შეკრების, ისე გამოხატვის თავისუფლებას, მათი პოლიტიკური შეხედულების, რელიგიური მრწამსის, სექსუალური ორიენტაციის და სხვა ნიშნის მიუხედავად, თუ გამოხატვის თავისუფლება არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს შეკრების მონაწილეებს, დაიცვან კანონის მოთხოვნები. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში." - წერია შსს-ს განცხადებაში.









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics