|
2019-06-14 15:54:03, 1808 ნახვა
კომენტარი
ირაკლი სესიაშვილი: რუსეთი უნდა შეეგუოს, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდება
„რუსეთი უნდა შეეგუოს, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი და მას თავის ჯარების გაყვანა, დეოკუპაცია მოუწევს“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადებას. დეპუტატის თქმით, თავად რუსეთის ინტერესებში უნდა იყოს, რომ საქართველოს სახით სტაბილური და უსაფრთხო მეზობელი ჰყავდეს. „ახალი მას არაფერი არ უთქვამს. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ რუსეთი შეგუებულია და თუ არ არის, უნდა შეეგუოს, რომ დიახ, საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, დიახ, რუსეთს მოუწევს თავის ჯარების გაყვანა და დეოკუპაცია, მშვიდობიანი გზით და დიახ, მას ეყოლება მეზობელი სამხრეთით საქართველოს სახით, რომელიც იქნება სტაბილური, უსაფრთხო, რაც ცივილიზებულ სამყაროში, ვისაც უნდა და ნორმალურად გამგები არის, ეს რუსეთისთვის შედის მისივე ინტერესში, რომ სტაბილური, უსაფრთხო მეზობელი ჰყავდეს“, - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა. შეგახსენებთ, გრიგორი კარასინმა გუშინ განაცხადა, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება ქართულ-რუსული ურთიერთობებისთვის შესაძლოა, საფრთხე იყოს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)