|
2015-07-02 09:42:34, 366 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს თურქმენეთის პრეზიდენტი ეწვია
საქართველოში სახელმწიფო ვიზიტით თურქმენეთის პრეზიდენტი გურბანგული ბერდიმუჰამედოვი ჩამოვიდა. ბერდიმუჰემედოვს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია და პრეზიდენტის მრჩევლები გიორგი აბაშიშვილი და თენგიზ ფხალაძე დახვდნენ. ვიზიტის ფარგლებში თურქმენეთის პრეზიდენტი ქართველ კოლეგას ჯერ პირისპირ, შემდეგ კი, გაფართოებული შემადგენლობით შეხვდება. დაგეგმილია ერთობლივ დოკუმენტზე ხელმოწერაც. ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ, საქართველოსა და თურქმენეთის პრეზიდენტები პრესისათვის განცხადებებს გააკეთებენ. თურქმენეთის პრეზიდენტი გმირთა მოედანზეც გაემგზავრება, სადაც საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შემკობს. ამასთან, გურბანგული ბერდიმუჰამედოვისთვის საპატიო აკადემიკოსის წოდების მინიჭებაც იგეგმება. თურქმენეთის პრეზიდენტი საქართველოს 3 ივნისს დატოვებს.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)