13:50 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-14 13:34:31, 1836 ნახვა

კომენტარი
ბოკერია: რასაც კარასინი ეწინააღმდეგება, სწორედ ის არის კარგი საქართველოსთვის

„როდესაც ვინმე რუსეთის ფედერაციიდან, რაიმეს წინააღმდეგ გამოდის, შეგვიძლია ძალიან მშვიდად დავასკვნათ, რომ რასაც ეწინააღმდეგებიან, ის არის კარგი საქართველოსთვის“, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის გუშინდელ განცხადებას.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, რუსეთი საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე ხელის შეშლას იმიტომ ცდილობს, რომ ქვეყნის სახელმწიფოებრიობის დამხობა სურს. 

„რა თქმა უნდა, ნატო-ში გაწევრიანების გზაზე ნებისმიერ პროგრესს რუსეთი ეწინააღმდეგება, იმიტომ, რომ ეს პროგრესი ზღუდავს რუსეთის შესაძლებლობას, რომ ჩვენი სახელმწიფოებრიობა  დაამხოს.  ნატოს წინააღმდეგნი არიან არა იმიტომ, რომ საფრთხეს ხედავენ საქართველოსგან, არამედ იმიტომ, რომ ეს შეზღუდავს მათ შესაძლებლობას ჩვენს თავისუფლებას დაემუქრონ. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვყავს ის მთავრობა, რომელიც ამ გზაზე თანმიმდევრულად და გააზრებულად იმოქმედებს“, - განაცხადა  გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, გრიგორი კარასინმა გუშინ განაცხადა, რომ რუსეთს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადების ტონი არ მოსწონს:"ჩვენ დაინტერესებული ვართ საქართველოს, მისი ეკონომიკის, სოციალური, კულტურული და სხვა სფეროების განვითარებით. საქართველომ უნდა გადაწყვიტოს, თუ რა მოუხერხოს ანაკლიის პორტს. მაგრამ რაც რუსეთისა და ჩინეთის მიმართ ითქვა, ეს სულაც არ არის ის ტონი, რაც ჩვენ გვაწყობს", - განაცხადა გრიგორი კარასინმა. მანვე აღნიშნა, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება ქართულ-რუსული ურთიერთობებისთვის შესაძლოა, საფრთხე იყოს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
ჩერნობილის 40 წელი - კატასტროფა, რომლის დამალვაც სცადეს
უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ობიექტებს რუსეთის ფედერაციის იაროსლავისა და ვოლოგდას რეგიონებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics