13:50 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-14 13:22:29, 1820 ნახვა

კომენტარი
სალომე სამადაშვილი: რუსეთი საქართველოს ხელისუფლების დახმარებით, ანაკლიის პროექტის ჩაშლას ცდილობს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთი ანაკლიის პორტის პროექტის ჩაშლას ცდილობს და ამაში მას საქართველოს ხელისუფლება ეხმარება. 

დეპუტატის თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის გუშინდელი განცხადებების შემდეგ, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, აბაშიძე-კარასინის ფორმატი აღარ უნდა გაგრძელდეს. 

„რუსეთი, საქართველოს ხელისუფლების დახმარებით სწორედ ანაკლიის პორტის პროექტის ჩაშლას ცდილობს , ეს მათ სტრატეგიულ ინტერესებში შედის.  კარასინმა, ფაქტობრივად, თითი დაუქნია, კიდევ ერთხელ, ჩვენს ქვეყანას.  ეს არის მათთვის წითელი ხაზი, ისევე, როგორც ნატოში გაწევრიანება. ჩემთვის გაუგებარია, საქართველოს ხელისუფლება თუ ამ ქვეყნის სუვერენულ ინტერესებს იცავს, როგორ შეიძლება ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებდეს კარასინი-აბაშიძის შეხვედრებს და ისევ საუბრობდეს რუსეთთან დათმობის პოლიტიკაზე“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, გრიგორი კარასინმა გუშინ განაცხადა, რომ რუსეთს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადების ტონი არ მოსწონს:"ჩვენ დაინტერესებული ვართ საქართველოს, მისი ეკონომიკის, სოციალური, კულტურული და სხვა სფეროების განვითარებით. საქართველომ უნდა გადაწყვიტოს, თუ რა მოუხერხოს ანაკლიის პორტს. მაგრამ რაც რუსეთისა და ჩინეთის მიმართ ითქვა, ეს სულაც არ არის ის ტონი, რაც ჩვენ გვაწყობს", - განაცხადა გრიგორი კარასინმა. მანვე აღნიშნა, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება ქართულ-რუსული ურთიერთობებისთვის შესაძლოა, საფრთხე იყოს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
ჩერნობილის 40 წელი - კატასტროფა, რომლის დამალვაც სცადეს
უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ობიექტებს რუსეთის ფედერაციის იაროსლავისა და ვოლოგდას რეგიონებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics