07:00 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-14 11:03:14, 1165 ნახვა

პოლიტიკა
კილაძე კარასინის განცხადებაზე: დასავლური კურსი ქართველი ხალხის არჩევანია და არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული

საქართველოს პოლიტიკური კურსი ქართველი ხალხის სუვერენული არჩევანია და არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული, - ამის შესახებ  პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადების შეფასებიბსას განაცხდა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, საქართველოს მიზანია რეგიონში სიმშვიდე და სტაბილურობა იყოს შენარჩუნებული.

ეს არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული და ჩვენი მიზანია, გვქონდეს სიმშვიდე და სტაბილურობა რეგიონში, საქართველოს იყოს ქვეყანა, რომელიც არის ევროპული, ევროატლანტიკური და დიდი ოჯახის ღირსეული წევრი, ეს არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული. ძალიან სამწუხაროა, რომ ისინი ასე აღიქვამენ“, - განაცხადა კილაძემ.

შეგახსენებთ, გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება ქართულ-რუსული ურთიერთობებისთვის შესაძლოა, საფრთხე იყოს.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics