06:35 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-13 19:07:15, 1551 ნახვა

სამართალი
ბურჭულაძე - ვიღაც რეკავს თეატრებში და ამბობს, რომ 11 წლამდე პატიმრობა მემუქრება

მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე აცხადებს, რომ სატელეფონო ზარების მეშვეობით, სხვადასხვა თეატრებში მისი რეპუტაციის შელახვას ცდილობენ.

კერძოდ, როგორც ბურჭულაძემ „რუსთავი 2“-ს განუცხადა, უცნობი პირი ცნობილი თეატრების ხელმძღვანელებს უკავშირდება და მათ ეუბნება, რომ პაატარა ბურჭულაძე 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

„ვიღაცა რეკავს თეატრებში, ეკითხება, შეიძლება ბურჭულაძესთან ინტერვიუს გაკეთება? თეატრები ეკითხებიან, თქვენ რატომ რეკავთ? იმიტომ რომ ახლა აღძრულია მის წინააღმდეგ საქმე და შვიდიდან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება - ასეთი პასუხი არის აქედან. რაც მთავარია, მე რომ მივხვდე, რომ მე მიკეთებენ ამას, ეს ადამიანი ამბობს, რომ - ჩემი გვარი არის სააკიან. რომ მივხვდე ვინ რეკავს და რატომ.

ეს თუ ღირს ჩემთან ბრძოლა იმისთვის, რომ საქართველოს იმიჯი გაფუჭდეს. ჩემს მეგობრებს ვერ ვეუბნები,რომ ჩამოდით-მეთქი საქართველოში, იმიტომ რომ ვერავის დააჯერებ, რომ შეიძლება შეკერილი საქმე იყოს. ვერ დააჯერებ, რომ შეიძლება ერთ ადამიანს არ უნდოდეს და პროკურატურა წავიდეს ამაზე, აიღოს ისეთი  ბინძური საქმე, რომ ადამიანზე აღძრას საქმე, რომელზეც პროკურორმაც იცის, მთავარმა პროკურორმაც და ყველამ რომ ეს არის ტყუილი, მაგრამ იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილმა წყნარად დაიძინოს ყველაფერზე ხელს აწერს“, - აცხადებს პაატა ბურჭულაძე.

მომხდარის გამო, საერთაშორისო კომპანია „ასკონა ჰოლტის“ დირექტორმა საქართველოს გენერალურ პროკურორს წერილით მიმართა და პაატა ბურჭულაძესთან დაკავშირებული გამოძიებით დაინტერესდა: „2017 წლის 20 სექტემბერს საქართველოს პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე საქველმოქმედო ფონდ „იავნანას“ ხელმძღვანელი პირების მიმართ. რასაც საფუძვლად დაედო „შავი პიარის“ ტრადიციების გამოყენებითა და სიძულვილის ენით მომზადებული ფილმი. გავიდა ერთი წელიწადი და 9 თვე და ჯერ ისევ უცნობია, მიუძღვის თუ არა რაიმე ბრალი ჩვენი გაერთიანების წევრ არტისტს, ბატონ პაატა ბურჭულაძეს. გამოიკვეთა თუ არა მისი რაიმე ბრალეულობა აღძრულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით სახეზეა ფაქტი, რომ საქართველოში განხორციელებული დისკრედიტაციის კამპანიის ავტორები შეეცადნენ უცხოეთშიც დაეზიანებინათ ჩვენი არტისტის რეპუტაცია და უნდა მოგახსენოთ, რომ პაატა ბურჭულაძის კარიერა ევროპასა და უცხოეთის სხვა ქვეყნებში მართლაც მნიშვნელოვნად დაზიანდა. ევროპის თეატრებში სატელეფონო ზარები განახორციელეს უცნობმა პირებმა, რომლებიც აღნიშნავდნენ, რომ პაატა ბურჭულაძეს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ელოდა,"-ნათქვამია წერილში, რომელიც შალვა თადუმაძის სახელზე გაიგზავნა.

პროკურატურაში კომპანია „ასკონა ჰოლტის“ დირექტორის წერილის მიღებას ადასტურებენ. რაც შეეხება წერილში არსებულ კითხვას - რა ეტაპზეა „იავნანას“ ფონდის დამფუძნებელ პაატა ბურჭულაძესთან დაკავშირებული საქმე, უწყებაში ამბობენ, რომ გამოძიება გრძელდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics