|
2015-07-01 20:16:23, 562 ნახვა
პოლიტიკა
"თავისუფალი დემოკრატების" გამგეობის გადაწყვეტილებით, ელგუჯა ჩხაიძე პარტიიდან გაირიცხა
"თავისუფალი დემოკრატების" გამგეობის გადაწყვეტილებით, ელგუჯა ჩხაიძე პარტიიდან გაირიცხა. მიზეზი ელგუჯა ჩხაიძის მიერ დღეს ლანჩხუთის საკრებულოში, ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრებთან ერთად ფრაქციის შექმნის ფაქტი გახდა. "პარტია ,,თავისუფალი დემოკრატები“ კატეგორიულად ემიჯნება დღეს ლანჩხუთის საკრებულოში ფრაქციის შექმნის ფაქტს. ელგუჯა ჩხაიძემ გადაწყვეტილება მიიღო დამოუკიდებლად, პარტიის გამგეობასთან შეთანხმების გარეშე. ,,თავისუფალი დემოკრატების გამგეობამ იმსჯელა საკითხზე და მიიღო გადაწყვეტილება - ელგუჯა ჩხაიძე გარიცხულია პარტიიდან. პარტია ,,თავისუფალ დემოკრატებს“ აქვს განვითარების საკუთარი და მკაფიო ხაზი. გაერთიანება, ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიასთან, ჩვენთვის მიუღებელია და კიდევ ერთხელ ვიმეორებთ არაერთხელ დეკლარირებულ ჩვენს პოზიციას - ,,თავისუფალი დემოკრატები“ არ გეგმავს გაერთიანებას არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან. პარტიის მხრიდან ძალიან მკაფიო და მყისიერი რეაგირება აღნიშნულ თვითნებობაზე იქნება ზუსტადაც სწორი მესიჯი არა მარტო ჩვენი პარტიის შიგნით, არამედ ყველა იმ პარტიასთვის, რომელთაც აქვთ მოლოდინი, რომ ‘’თავისუფალი დემოკრატები’’ ვინმესთან შევლენ კოალიციაში’’, – განაცხადა "თავისუფალი დემოკრატების" რეგიონული სამსახურის უფროსმა თამარ კეკენაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)