|
2019-06-13 15:26:39, 1687 ნახვა
სამართალი
მოზარდის საქმეზე, რომელიც ოჯახის ვარაუდით, „ლურჯი ვეშაპის“ მსხვერპლია, შსს-მ გამოძიება დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 14 წლის გოგონას საქმეზე, რომელიც კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება, გამოძიება დაიწყო. როგორც "ექსპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. „პოლიციამ 9 ივნისს, საავადმყოფოდან მიიღო შეტყობინება არასრულწლოვანის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის შესახებ. სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა) დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება. გამოძიების ფარგლებში, ჩატარდა მეზობლების, არასრულწლოვანის ოჯახის წევრების და ყველა იმ პირის გამოკითხვა, რომლებსაც გამოძიებისთვის შესაძლოა საინტერესო ინფორმაცია ჰქონოდა. დაინიშნა არასრულწლოვანის საკომუნიკაციო საშუალებების (მობილურის და კომპიუტერული ტექნიკის) ტექნიკური ექსპერტიზა, აღებული იქნა ბიოლოგიური მასალის სინჯები და ტარდება ქიმიური ექსპერტიზა. ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები,” - აცხადებენ უწყებაში. ამასთან, როგორც მოზარდის დედა „რუსთავი2“-თან საუბრისას აცხადებს, მოზარდის მოწამვლა სავარაუდოდ, სახიფათო თამაშს „ლურჯ ვეშაპს“ უკავშირდება. „ყველა მეუბნებოდა, რომ არის დეპრესიაში ბავშვი, გვხვდება და ვითომ ვერ გვხედავს. მე მეუბნებოდა, დედიკო შენ ხომ არაფერი დაგემართება? არა, დედიკო, მე რა უნდა დამემართოს. დედა, მე რომ რამე დამემართოს, ხომ არ მოვკვდები., ვგრძნობ, რომ უბედურება მელოდება, მეუბნებოდა. ფსიქოლოგთან წამიყვანე, დეპრესიაში ვარო. კარგი დედიკო, წაგიყვან-თქო. პარასკევს ჩამოვედი ზედა სართულიდან საძინებელში, რომ შევედი, ტელეფონი ეჭირა. ხელში ეჭირა ტელეფონი, გოგო, გაკვეთილები აიღე-მეთქი, ვუთხარი, დავინახე, რომ რაღაც თამაში იყო, ეს და გამორთო უცებ“, - განაცხადა მოზარდის დედამ, ინგა ბურდულმა. გოგონას მამის გიორგი ჭახელიძის თქმით, ამ დრომდე ბიოქიმიური ანალიზი არ ჩატარებულა და ექიმებმა არ იციან, რით მოიწამლა მოზარდი. როგორ შეიძლება უმკურნალო ადამიანს და მისცე წამალი, როცა არ იცი, საწამლავის სახელი. ჩაერია ხალხი, ტელევიზია და უკვე ამის შემდეგ კეთილი იბოძეს და აკეთებენ ბიოქიმიურ ანალიზს. თქვენ რომ არ მოსულიყავით გუშინ, დღესაც არ ჩატარდებოდა ბავშვის ბიოქიმიური ანალიზი და არავინ გამოიკვლევდა იმას, რა ნივთიერებითაა მოწამლული“, - განაცხადა ბავშვის მამამ.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)