01:45 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-01 19:13:34, 332 ნახვა

პოლიტიკა
კვირიკაშვილის შეფასებით, სტიქიის ღამეს მთავრობამ შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოიყენა

ვიცე-პრემიერის,  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, 13 ივნისის სტიქიის ღამეს მთავრობამ შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოიყენა. 

ამის შესახებ კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს სვანიძის ქუჩის მოსახლეობის მიერ კომისიის შექმნის საკითხის კომენტირებისას განუცხადა.

მისივე თქმით, შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, მთავრობა მზადაა, ამ შეკითხვებს პასუხი გასცეს.

"ამაზე ბევრჯერ გაიცა პასუხი. თუ ასეთი შეგრძნებები დარჩა, რა თქმა უნდა, მთავრობა მზადაა, რომ ყველა ასეთ შეკითხვას პასუხი გასცეს. მიმაჩნია, რომ ის შესაძლებლობები, რაც ჩვენ გვქონდა, მაქსიმალურად იქნა გამოყენებული და თუ ამის შემდეგ კიდევ დარჩა შეკითხვები, ჩვენ მზად ვართ, მას პასუხი გავცეთ. რაც შეეხება ზარალს, ჩვენ ეკონომიკის სამინისტროს ფარგლებში,  მზად ვართ ქონებით-როგორც მიწით, ასევე შენობა-ნაგებობებით,  მას შემდეგ, რაც კომისია დაადგენს ინდივიდუალურ შემთხვევებში ასანაზღაურებელი ზარალის ოდენობას, დავეხმაროთ. მქონდა შეხვედრა მაგალითად, ვაკის ხორცპროდუქტების კომბინატის მფლობელებთან და ვემზადებით იმისათვის, რომ შევუწყოთ ხელი, რათა ამ კომბინატმა სრული მასშტაბით განაახლოს თავისი ოპერირება. მათ ნაწილობრივ უკვე განაახლეს სამუშაო და პროდუქციის გამოშვება, მაგრამ ჩვენი მიზანია, რომ სრული მასშტაბით შევუწყოთ ხელი, რათა ისინი ჩვეულებრივ სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდნენ",-განაცხად გიორგი კვირიკაშვილმა.

ცნობისთვის, სვანიძის ქუჩის მოსახლეობამ კომისია შექმნა. ისინი აცხადებენ, რომ სტიქიის ღამეს  ევაკუაცია უნდა განხორციელებულიყო და ეს არ მოხდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics