15:19 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-13 14:30:34, 1430 ნახვა

კომენტარი
კობახიძე - სიძულვილის ენაც გამოხატვის თავისუფლების ნაწილია, საჭიროა მოვძებნოთ ბალანსი

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, სიძულვილის ენასთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვა პარლამენტში დაჩქარებული წესით მოხდება.

პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ სიძულვილის ენის პრობლემა დგას, თუმცა მისი შეზღუდვისას ბალანსი იმგვარად უნდა იყოს დაცული, რომ გამოხატვის თავისუფლება არ შეილახოს.

„თვეების განმავლობაში ეს კანონპროექტი გაჩერებული იყო. ჩვენ მივიღებთ ყველა ზომას, რომ ამ კანონპროექტის განხილვა დაჩქარდეს და გვექნება ფართო კონსულტაციები ყველა დაინტერესებულ მხარესთან. მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის, კახა ბექაურის ინიციატივა არის აქტუალური და დროულად არის გადაწყვეტილება მისაღები. საკითხი წამყვან კომიტეტში არ განხილულა. თუ რატომ იყო შეჩერებული მისი განხილვა, ამის მიზეზს მოვიკითხავთ. სიძულვილის ენა, სამწუხაროდ, გამოხატვის თავისუფლების შემადგენელი ნაწილია, მაგრამ ამოცანაა, მოვძებნოთ ბალანსი. სიძულვილის ენა პრობლემაა ჩვენს მედიაში და ზოგადად, ქართულ საზოგადოებაში. როდესაც ვსაუბრობთ იმავე, პოლიტიკურ კულტურაზე, სანამ იქნება ამ მასშტაბით წარმოდგენილი სიძულვილის ენა მედიაში თუ პოლიტიკაში, პოლიტიკურ კონსოლიდაციაზე საუბარი წარმოუდგენელია. როდესაც ეხები გამოხატვის თავისუფლებას, განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, თუმცა სიძულვილის ენა არის ის საკითხი, რომელიც საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას და რიგ შემთხვევებში საჭიროებს შეზღუდვას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
შსს-მ გენოციდის ხსოვნის დღეს თურქეთის საელჩოსთან აქციის გამართვის უფლება არ მისცა.
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics