|
2019-06-13 11:07:30, 1379 ნახვა
ეკონომიკა
Volvo Cars-მა და Varjo–მ ავტომობილების განვითარებისთვის გამოუშვეს პირველი „შერეული რეალობის“ აპლიკაცია
Volvo Cars-ის და Varjo-ს (ვირტუალური რეალობის აღსაქმელი მოწყობილობების მწარმოებელი ფინური კომპანია) თანამშრომლობით შეიქმნა მსოფლიოში პირველი შერეული რეალობის მოწყობილობა უსაფრთხოების ტექნოლოგიების გაუმჯობესების მიზნით. აღნიშნული კოლაბორაცია გამყარებული იქნება Volvo Cars -ის ტექნიკური ფონდის მიერ. ვოლვოს ტექ. ფონდი არის კაპიტალური ფონდი, რომელიც ინვესტიციებს აკეთებს მაღალი პოტენციის მქონე ტექნოლოგიურ სტარტაპებში. Volvo Cars-მა და Varjo-მ შესაძლებელი გახადა, რომ ატარო ნამდვილი ავტომობილი და თან გეკეთოს შერეული რეალობის მოწყობილობა, რომელიც ერთდროულად მატებს ვირტუალურ ელემენტებს შენს გამოცდილებას და გინარჩუნებს რეალობის აღქმას. აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე ვერცერთმა ავტომწარმოებელმა ვერ შეძლო ამის გაკეთება. Varjo XR-1არის შერეული რეალობის სათვალე, რომელიც უზრუნველყოფს ცდისპირისთვის ფოტორეალისტური გამოსახულებების და ვირტუალური გამოსახულებების უმაღლეს ხარისხში მიწოდებას. XR-1- ს წინამორბედისგან განსხვავებით შეუძლია რადიკალურად შეამციროს ნიშნების და დიზაინების სწრაფი ამოცნობის პერიოდი. მოწყობილობას დამატებული აქვს მაღალი გაფართოების კამერები, რაც ე.წ. შერეული რეალობის მიღების საშუალებას იძლევა. ეს ფაქტი ვოლვოს დიზაინერებს და ინჟინრებს საშუალებას აძლევთ მართონ მომავლის ავტომობილები და შეაფასონ მართვის გამოცდილება ჯერ კიდევ მრავალი წლით ადრე, რეალური ავტომობილის შექმნამდე. „შერეული რეალობის მოწყობილობის წყალობით, ჩვენ შეგვიძლია შევაფასოთ ავტომობილის დიზანი და ტექნოლოგიები ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ავტომობილი მხოლოდ დაფაზეა. სტანდარტული შეფასების ნაცვლად, ახლა ჩვენ შეგვიძლია ჯერ არარსებული პროდუქტი შევაფასოთ გზაზე. ეს ტექნოლოგია გვეხმარება პოტენციური ხარჯების დაზოგვაში, ასევე პრიორიტეტების და პრობლემების აღმოჩენაში პროდუქტის შექმნის ადრეულ სტადიაზე“ - ამბობს ჰენრიკ გრინი, Volvo Cars -ის ტექნოლოგიების ხელმძღვანელი. XR-1-ი Volvo Cars - ის ინჟინრებს ეხმარება უსაფრთხოების სისტემების დახვეწაში. უსაფრთხოების ექსპერტებს შეუძლიათ მართონ ავტომობილი აღნიშნული მოწყობილობის გამოყენებით და მიიღონ ვირტუალური შედეგები რეალურ გარემოში. XR-1 - ში ჩამონტაჟებული მაღალი ხარისხის თვალის აღმქმნელი ტექნოლოგია, გვაძლევს ინფორმაციას მძღოლის აღქმის შესახებ, რამდენად მარტივად თუ რთულად უმკლავდება ცდისპირი ავტომობილის მართვას, ხოლო შედეგად ვიღებთ კვლევის შედეგებს ზედმეტი ძალისხმევის და დაკვირვებების გარეშე. „დასაწყისშივე ჩვენი ხედვა იყო, რომ შეგვექმნა პროდუქტი რომელიც იქნებოდა რეალობის და ვირტუალობის შერწყმა. იმ შესანიშნავი გზის მეშვეობით, რა გზითაც ვოლვო იყენებს ჩვენს პროდუქტს, შესაძლებელი ხდება რაც აქამდე შეუძლებლად მიგვაჩნდა. ჩვენ ვოლვოსთან ერთად შევქმენით პროფესიონალური შერეული რეალობის ახალი ერა“ - აცხადებს ნიკო აიდენი, Varjo-ს დამფუძნებელი და CEO. Volvo Cars არის ავტომობილების ინდუსტრიაში ნოვატორი ვირტუალური რეალობის გამოყენების მხრივ და Varjo-სთან თანამშრომლობა არის ამ მხრივ ყველაზე მნიშვნელოვანი. წარმატება ყოველთვის მიიღწევა ძლიერი და მოაზროვნე პარტნიორების თანამშრომლობის შედეგად. „Varjo არის ერთპიროვნული ლიდერი ამ ინდუსტრიაში, კომპანიის ტექნოლოგიური მდგომარეობა გვპირდება დიდ ზრდას და ამავდროულად შემოაქვს დიდი კონტრიბუცია ჩვენთან თანამშრომლობაში. Varjo არის მაგალითი იმისა თუ როგორ კომპანიებთან ვითანამშრომლებთ მომავალში“ - ამბობს ზაკი ფასიჰუდინი, Volvo Cars-ის ტექნიკური ფონდის CEO.
(R)
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)