|
2019-06-11 19:14:58, 1168 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი: დეოკუპაციისთვის საქართველოს საერთაშორისო საზოგადოებისა და პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერა სჭირდება
საქართველოს პრეზიდენმა სალომე ზურაბიშვილმა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონფერენციაზე ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ისაუბრა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მიღწევები, პროგრესი და ახალი უფლებები, სამწუხაროდ, არ არის ხელმისაწვდომი ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ქვეყნის მთლიანი მოსახლეობისთვის. ,,საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არის მძიმე მდგომარეობა უსაფრთხოების, ადამიანთა უფლებებისა და ჰუმანიტარული მიმართულებებით; შრომითი უფლებები არ არის გამონაკლისი. ჯერ კიდევ მიმდინარეობს სამხედრო ინფრასტრუქტურის მოწყობა ეგრეთ წოდებულ სასაზღვრო პუნქტებთან. არალეგალური დაკავება და ხშირია გატაცებები საოკუპაციო ხაზის ირგვლივ, ინტენსიურად ხდება ეთნიკური ნიშნით ადამიანების უფლებების დარღვევა, მათ ართმევენ ყველაზე მთავარს - სიცოცხლის უფლებას. უზღუდავენ განათლების მიღების უფლებას. მათ შორის ქართულ, აფხაზურ და ოსურ ენაზე. და ეს ხდება რუსიფიკაციის აქტიური პოლიტიკის გატარების გზით"- აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა. პრეზიდენტის განცხადებით, არსებული მდგომარეობის საერთაშორისო მონიტორინგი შეუძლებელია და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, რომელსაც საქართველოს სრულ ტერიტორიაზე აქვს მუშაობის მანდატი, რუსეთის ფედერაციისგან არ აქვს ოკუპირებულ რეგიონებში გადაადგილების უფლება. ,,დეოკუპაციისთვის საქართველოს სჭირდება საერთაშორისო საზოგადოებისა და პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერა“,- აღნიშნა პრეზიდენტმა.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)