|
2019-06-11 12:38:41, 1802 ნახვა
კომენტარი
ფოფხაძე - გამოძიებას ნდობა არ ექნება, თუ საზოგადოება ჩათვლის, რომ სახელმწიფო ინსპექტორი „შსს-ს ჯიბის ინსპექტორია“
„თუ ჩვენ ავირჩევთ სახელმწიფო ინსპექტორად პიროვნებას, რომელიც დაკავშირებულია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და ძალოვან სტრუქტურებთან, მაშინ ეს იდეა იქნება სრულებით დისკრედიტირებული“, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც დღეს სახელმწიფო ინსპექტორი უნდა აირჩიონ. როგორც ფოფხაძემ განმარტა, სამართალდამცველების მხრიდან ჩადენილ დანაშაულებზე გამოძიების მიმართ ნდობა არ იქნება, თუ საზოგადოებას ექნება ინფორმაცია, რომ სახელმწიფო ინსპექტორი უბრალოდ შსს-ს „ჯიბის ინსპექტორია“. „დღეს ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება სახელმწიფო ინსპექტორის არჩევის თაობაზე და მე ძალიან მინდა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით არ ვიყოთ ზედაპირულები და ცოტა უფრო მეტი პრინციპულობით უნდა მივუდგეთ. როც ჩვენ სახელმწიფომ ინსპექტორის ინსტიტუტზე ვსაუბრობდით, ისედაც ბევრ კომპრომისზე წავედით. მაშინ როდესაც გვინდოდა მართლა დამოუკიდებელი სტრუქტურა, რომელიც უშუალოდ იქნებოდა პარლამენტზე დაქვემდებარებული და იქნებოდა გარანტი იმისა, რომ არც ერთი სამართალდარღვევა ჩადენილი სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან არ დარჩებოდა სათანადო რეაგირების გარეშე, ჩვენ მაინც შევკვეცეთ სახელმწიფო ინსპექტორის ფუნქციები იმ დონეზე, რომ დღეს ასეთი სრულფასოვანი ინსტიტუტი ვერ შევქმენით, მაგრამ ის რაც არის, მაინც წინ გადადგმული ნაბიჯია. თუმცა, თუ ჩვენ ავირჩევთ სახელმწიფო ინსპექტორად პიროვნებას, რომელიც დაკავშირებული არის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და ძალოვან სტრუქტურებთან, მაშინ ეს იდეა იქნება სრულებით დისკრედიტირებული. ამიტომ ძალიან პრინციპულად უნდა მივუდგეთ ამ საკითხს. ადამიანის უფლებების დაცვის საკითხი იყო ერთ-ერთი მთავარი, როდესაც „ქართული ოცნება“ მოდიოდა ხელისუფლებაში. დღეს ეს საკითხი გადადის უკანა პლანზე და ხშირ შემთხვევაში ჩვენ პრაქტიკულად ვხედავთ იმას, რომ ვიმეორებთ იმ ხელისუფლების განვლილ გზას, რომლის მიმართაც ჩვენ თვითონ გვქონდა პრეტენზიები 2012 წლის პირველ ოქტომბერს. ის გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება ეხლა მიიღოს პარლამენტმა, იქნება ამ იდეის სრული დისკრედიტაციის წინაპირობა. მე მესმის, რომ ვიღაცისთვის ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მესმის ისიც, რომ უმრავლესობაში ძალიან ბევრი შეიძლება პირიქით, ლობისტებად იქცნენ ძალოვანი სტრუქტურების, მაგრამ სწორედ ძალოვან სტრუქტურებს სჭირდებათ ის, რომ არსებობდეს დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსპექტორი, რომელიც გამოძიებას მისცემს ნდობას. როცა ხდება დანაშაული, რომელსაც ჩადის სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენელი, ამ გამოძიების მიმართ ნდობა არ იქნება, თუ საზოგადოებას ექნება ინფორმაცია, რომ სახელმწიფო ინსპექტორი არის უბრალოდ შსს-ს ჯიბის ინსპექტორი და მეტი არაფერი. მგონი „ქართული ოცნება“ ისევ არასწორი მიმართულებით მიდის და დგამს იმ ნაბიჯებს, რომელიც ამ ინსტიტუციის დისკრედიტაციას მოახდენს. მოგიწოდებთ, თუ არ შეგვიძლია, რომ წინ გადავდგათ ნაბიჯი, უკან მაინც ნუ გადავდგავთ“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ. შეგახსენებთ, გუშინ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში სახელმწიფო ინსპექტორობის კანდიდატებს მოუსმინეს. კომიტეტმა მხარი ლონდა თოლორაიას დაუჭირა, რომელიც ამ დროისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორია.
მელანია ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის ზონის გაფართოება გამოაცხადა
ეგზიტპოლი: ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ისრაელის არჩევნებში ლიდერობს, თუმცა მის ბლოკს აბსოლუტური უმრავლესობა არ გააჩნია
თურქეთმა პოლონეთში, Starlink-ის სადგურზე მომხდარი ცეცხლის წაკიდების საქმეზე 85 ადამიანი დააკავა
გერმანელების თითქმის 90% თვლის, რომ მთავრობა ვერ უმკლავდება ქვეყნის პრობლემებს
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)