|
2019-06-11 11:15:02, 2871 ნახვა
მსოფლიო
ნიუ-იორკში ვერტმფრენი ცათამბჯენს შეეჯახა - არის მსხვერპლი
ნიუ-იორკში, მანჰეტენზე, ადგილობრივი დროით 14:00 საათზე, ვერტმფრენი ცათამბჯენს შეეჯახა. BBC-ის ინფორმაციით, შეჯახების შედაგად პილოტი დაიღუპა. ვერტმფრენი ცათამბჯენზე ავარიულად ეშვებოდა, რა დროსაც შენობის ზედა ნაწილს დაეჯახა და ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი მხანძრეებმა მალევე ჩააქრეს. მომხდარის გამო ცათამბჯენში მომუშავე პერსონალის ნაწილის ევაკუაცია განხორციელდა. მათგან არავინ დაშავებულა. პოლიციის ცნობით, შემთხვევის სავარაუდო მიზეზი უამინდობა და ცუდი ხილვადობა გახდა. „ამ ეტაპზე არანაირი ნიშანი იმისა, რომ ეს ტერორისტული აქტი იყო, არ არსებობს. მსგავსი საფრთხე, ნიუ-იორკს არ ემუქრება“, - განაცხადა ნიუ-იორკის მერმა მედასთან საუბრისას. ინციდენტს ეროვნული სატრანსპორტო უსაფრთხოების საბჭო იძიებს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)