2019-06-10 19:39:04, 1927 ნახვა
სამართალი
ახალციხის პოლიციის შენობაში დანით შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა
ახალციხეში, ნასვამი მამაკაცი საპატრულო პოლიციის შენობაში დანით შეიჭრა და სამართალდამცველებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
ინფორმაციას „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს.
შემთხვევა 7 ივნისს, თამარაშვილის ქუჩაზე მოხდა.
დაკავებულის ადვოკატის ინფორმაციით, პოლიციელების მოთხოვნის შემდეგ, მამაკაცმა ცივი იარაღი დააგდო.
25 წლის ახალგაზრდას სასამართლომ დღეს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.
გამოძიება სსკ-ის 239-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ხულიგნობას გულისხმობს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,