15:30 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-10 19:03:04, 1353 ნახვა

პოლიტიკა
ოქრუაშვილი ივანიშვილზე: იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი ახალ პოლიტიკურ მოძრაობას აფუძნებს.

ოქრუაშვილის განმარტებით, მას ახალ სახეებთან ერთად საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი პოლიტიკოსებიც შეუერთდებიან.

მისივე განმარტებით, მათი სურვილია შეიქმნას „გაბრაზებული ხალხის დიდი მოძრაობა“.

„ჩვენ ვართ საორგანიზაცო ჯგუფი, რომელსაც აქვს სურვილი შექმნას გაბრაზებული ხალხის დიდი მოძრაობა, გაბრაზებულის იმ ვაკხანალიაზე, რომელიც დღეს ქვეყანაში ხდება. შევეცდები ვითამაშო გარკვეული როლი, გამომდინარე იქიდან, რა გამოცდილებაც შევიძინე პოლიტიკურ პროცესში ჩემი ყოფნის შედეგად. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მე ვარ ერთი რიგითი ადამიანი და ჩემი თავი ვაიძულე, დაახლოებით ასე ხელის ქეჩოში მოკიდებით და ამოყვანით ამ პროცესში შესვლისთვის, რადგან სურვილი აღარ მქონდა პოლიტიკაში დაბრუნების. მე, ისევე როგორც დაახლოებით მილიონამდე ადამიანი, რომლებმაც ხელისუფლების საწინააღმდეგოდ ბოლო არჩევნებში ხმა მისცა, იძულებული ვარ ეს ნაბიჯი გადავდგა იმისთვის, რომ ქვეყანაში უკეთესობისკენ წავიდეს ყველაფერი. დაგვიჯერებენ თუ არა, ყველას ერთად და არა მარტო მე - ეს უკვე ხალხის ნება-სურვილზეა. სიტყვა მესამე ძალა, გვაქვს თუ არა ჩვენ ამის ამბიცია, ბევრი კითხულობს ამას, ხალხი გადაწყვეტს. ძალიან ბევრი არანაკლები სიმძიმის კატაკლიზმები გადაუტანია ამ ქვეყანას და  ივანიშვილი არ არის გამონაკლისი. იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსაო, ნათქვამია“, - განუცხადა ოქრუაშვილმა „რუსთავი 2“-ს.

პოლიტიკური მოძრობის მოძრაობის სახელწოდება - „გამარჯვებული საქართველო“ იქნება.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის - ნახე, რა სიახლეები დაემატა თიბისის მობაილბანკს
ბოჭორიშვილი: რუსეთი კვლავ დგამს ნაბიჯებს საქართველოს რეგიონების ანექსიისკენ
ესპანეთში 13 ქართველისგან შემდგარი კრიმინალური დაჯგუფება დააკავეს
გარდაბანში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა - ავტოსაგზაო შემთხვევას, ჯამში, 8 ადამიანი ემსხვერპლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics