|
2019-06-10 14:03:22, 1709 ნახვა
პოლიტიკა
დეპუტატი - ნასამართლევი ვარ, თუმცა ჩემი თავი კრიმინალი არ მგონია
„ნასამართლევი უამრავი ადამიანია, მით უმეტეს იმ წლებში როცა თქვენი ხელისუფლება მართავდა. მე თვითონ ნასამართლევი ვარ და კრიმინალი არ მგონია ჩემი თავი“, - ამ სიტყვებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მერაბ ქვარაიამ „ევროპული საქართველოს“ წევრ, ოთარ კახიძეს დამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე მიმართა. დეპუტატი კახიძის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, მმართველ გუნდს საარჩევნო უბნებზე კრიმინალური სამყაროს წევრები ჰყავდა მობლიზებული. „მე არ მინდა გავიმეორო უკვე ნათქვამი შეხედულებები, მაგრამ ფაქტია, რომ არჩევნები დასრულდა. მე თვითონ ვესწრებოდი მთაწმინდაზე არჩევნების პროცესს და პირდაპირ ვიტყვი, რომ ეს იყო ძალიან მაღალი სტანდარტით ჩატარებული არჩევნები. პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი ქვეყანა გაიზარდა და საკმაოდ მაღალი სტანდარტით ხდება ყველაფერი. ამიტომ, რაღაც ჩირქი მოვცხოთ ამ არჩევნებს და ვიღაცისკენ ხელი გავიშვიროთ, არ შეიძლება. ცოტა უხერხულია ჩვენი ამომრჩევლების მიმართ გამოვიჩინოთ ასეთი უპატივცემულობა, რომ ვიღაცა თავს ახვევს, კრიმინალი იქნება თუ ვინ იქნება. ჩვენი ამომრჩეველი მგონი არ იღებს ასე მარტივად გადაწყვეტილებას და საკმაოდ ჩამოყალიბებული გადაწყვეტილებით მიდის არჩევნებზე. ცოტა გაუგებარია, რომ ადამიანებს კრიმინალის იარლიყი ასე უპასუხისმგებლოდ ვესროლოთ და მივაწებოთ, ესეც არ არის სწორი, მით უფრო ბატონი ოთარ კახიძესგან გამიკვირდა ნამდვილად. ნასამართლევი თუ არის ადამიანი, ის კრიმინალი რატომ უნდა იყოს, ვერ ვხვდები. ნასამართლევი უამრავი ადამიანია, მით უმეტეს იმ წლებში როცა თქვენი ხელისუფლება მართავდა. მე თვითონ ნასამართლევი ვარ და კრიმინალი არ მგონია ჩემი თავი. რაც შეეხება ამაზე მაღლა დგომას, უნდა დავდგეთ ჩვენ ამაზე მაღლა, არჩევნებია, ხან წავაგებთ, ხან მოვიგებთ. საბოლოო ჯამში მივლოცოთ გამარჯვებულს“, - განაცხადა მერაბ ქვარაიამ.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)