|
2019-06-10 13:00:28, 1466 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე: 2020 წლისთვის „ქართული ოცნება“ საზოგადოების წინაშე განახლებული პროგრამითა და გუნდით წარსდგება
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ „ქართული ოცნების“ სხდომის დამთავრების შემდეგ კომენტარი გააკეთა. თალაკვაძემ აღნიშნა, რომ პარტიაში მსჯელობა სამომავლო პროექტებსა და მიმართულებებს შეეხებოდა. „შევაჯამეთ, დასრულდა უმრავლესობის სხდომა, ჩვენ შევაჯამეთ შუალედური არჩევნების შედეგები. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო საზოგადოების თითოეულ მოქალაქეს მონაწილეობისთვის და განსაკუთრებით ჩვენს მხარდამჭერებს, ვინც კიდევ ერთხელ გამოგვიცხადა ასეთი მაღალი ნდობა. ჩვენ ვიმსჯელეთ სამომავლო პროექტებთან და მიმართულებებზე და ასევე, მინდა გითხრათ რომ ეს პასუხისმგებლობა, რომელიც შუალედური არჩევნების შემდეგ, ჩვენთვის კიდევ უფრო ძლიერია, ეს მოტივაცია, რომელიც შუალედური არჩევნების შემდეგ მიიღო თითოეულმა ჩვენმა თანაგუნდელმა, იქნება აუცილებლად ჩვენი მხრიდან გამოყენებული, რომ კიდევ უფრო გავააქტიუროთ ჩვენი საქმიანობა დედაქალაქსა და რეგიონებში. რაც შეეხება ჩვენს სამომავლო გეგმებს, რომელზეც დეტალურად ვიმსჯელეთ, ძალიან მნიშვნელოვანი დრო და ენერგია დაიხარჯება რეგიონებშიც. თითოეული დეპუტატი, მაჟორიტარი, მთავრობის წევრები ერთად გავაგრძელებთ აქტიურ კომუნიკაციას საზოგადოებასთან და გადავჭრით ყველა იმ საკითხს, რომელზეც შუალედურ არჩევნებზე იყო საუბარი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. არჩილ თალაკვაძის თქმით, „ქართული ოცნება“ 2020 წლისთვის საზოგადოების წინაშე განახლებული პოლიტიკური პროგრამითა და გუნდით წარდგება. „როგორც იცით, მუშაობა დაწყებული გვაქვს ახალ პოლიტიკურ პროგრამაზე, ასევე დაწყებულია კონსულტაციები, რაც ბუნებრივია, საბოლოო ჯამში, 2020 წლისთვის მოგვცემს იმას, რომ „ქართული ოცნება“ განახლებული პოლიტიკური პროგრამითა და გუნდით წარდგება საზოგადოების წინაშე. თითოეული ჩვენი თანაგუნდელი თავის ღირსეულ ადგილს დაიკავებს მომავალ პოლიტიკურ პროცესში. ჩვენ 2020 წლის არჩევნებს კიდევ უფრო ძლიერი პოზიციებით შევხვდებით“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)