2019-06-10 11:46:55, 1785 ნახვა
რეგიონი
აგარაში ქმარმა ცოლი დაჭრა, მეზობელი მამაკაცი კი მოკლა
კახეთში, სოფელ აგარაში ქმარმა ცოლი დაჭრა, მეზობელი მამაკაცი კი მოკლა.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, კაცმა თანასოფლელი მამაკაცი ცივი იარაღით ქუჩაში მოკლა, ცოლი კი, სახლში დაჭრა.
მათივე ცნობით, დანაშაულის სავარაუდო მოტივი ეჭვიანობაა.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან