06:30 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-09 21:26:00, 1196 ნახვა

პოლიტიკა
ოხანაშვილი: ძალიან მალე ჩვენ ყველა მივულოცავთ ლადო კახაძეს საქართველოს პარლამენტში შესვლას

„ძალიან მალე ჩვენ ყველა მივულოცავთ ლადო კახაძეს საქართველოს პარლამენტში შესვლას", - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

„ჩვენ გვაქვს მოლოდინი და ფაქტია, რომ ლადო კახაძე ჩვენი ამომრჩევლების დიდი მხარდაჭერით სარგებლობს, შესაბამისად  ეს მხარდაჭერა კონკრეტულ ციფრებში  გამოიხატება. საუბარია დამაჯერებლ უპირატესობაზე . დაველოდოთ შესაბამის დროს და ამას უკვე ოფიციალურად გავიგებთ.  ჩვენ რა თქმა უნდა,  ველოდებით  ოფიციალურ შედეგებს, თუმცა ყოველთვის მნიშვნელოვანია არა ციფრები, არამედ ჩვენი საზოგადოების დამაჯერებელი მხარდაჭერა  და ასეთივე დამაჯერებელი  უპირატესობით სარგებლობს  ლადო კახაძე“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების" პრინციპული არჩევანია არჩევნების დემოკრატიულად, მშვიდ, თავისუფალ და თანასწორ გარემოში ჩატარება.

„ასე ვატარებთ ჩვენ არჩევნებს, ეს არის „“ქართული ოცნების სამარკო ნიშანი და ამას არაერთი აღიარება აქვს. რაც შეეხება კონკრეტულ საკითხებს, რომელიც შესაძლოა ჩვენ განვიხილოთ, როგორც კანონმდებლობის გაუმჯობესებად, ამ საკითხებზე მომავალში გვექნება მსჯელობა. ჩვენ ვფიქრობთ ოდირის და სხვა რეკომენდაციებთან ერთად ვიმსჯელოთ და გავაუმჯობესოთ საარჩევნო კანონმდებლობა“, - აცხადებს ანრი ოხანაშვილი.

ამასთან, მისი თქმით, თუკი სადმე დარღვევა დაფიქსირდა, ყველაფერს შესაბამის დროში ექნება ადეკვატური რეაგირება.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics