06:30 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-09 21:00:14, 1107 ნახვა

პოლიტიკა
20:00 საათის მონაცემებით მთაწმინდის N1 საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა აქტივობა 41,23%-ია

20:00 საათის მონაცემებით მთაწმინდის N1 საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა აქტივობა 41,23%-ია.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 43 909 ამომრჩევლიდან კენჭისყრაში 18 105-მა მიიღო. შუალედური არჩევნების პირველ ტურთან შედარებით, აქტივობა მაღალი იყო. 19 მაისის არჩევნებზე მთაწმინდაზე 20:00 საათის მონაცემებით აქტივობა 34,27% იყო.

დღის ბოლოს საოლქო საარჩევნო კომისიაში შესულია ორი საჩივარი: ერთი ეხება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის მიერ წილისყრის პროცედურაში მონაწილეობაზე უარის თქმას და მეორე - N17 უბანზე არაუფლებამოსილი პირის მიერ ამომრჩევლის მონაცემების დამუშავებას.

ასევე, მესამე საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთის ამომრჩეველი რეგისტრაციის ადგილზე არ იმყოფებოდა და მას გადასატანი ყუთი ფაქტობრივ მისამართზე მიუტანეს. ამის გამო აღნიშნული ყუთი დაილუქა.

ყველა საარჩევნო უბანზე ხმების დათვლა მიმდინარეობს.

9 ივნისის არჩევნებში მონაწილეობს ორი კანდიდატი: #13 შალვა შავგულიძე და #41 ვლადიმერ კახაძე

19 მაისს, პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მთაწმინდის ოლქში კენჭისყრის შედეგად 50%-იანი ბარიერი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა. არჩევნების პირველ ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ლადო კახაძემ ხმათა 41,01% მიიღო, მეორე ადგილზე (36,84%) კი „ევროპული საქართველოს“ და „თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატი შალვა შავგულიძე გავიდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics