|
2019-06-09 18:01:43, 1112 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი: მარგველაშვილის განცხადება მისი სტატუსისთვის შეუსაბამო და არაჯენლტმენური იყო
"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერმა გია ვოლსკიმ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მიერ შალვა შავგულიძესადმი გაკეთებულ მხარდამჭერ განცხადებას მისი სტატუსისთვის შეუსაბამო და არაჯენლტმენური ჟესტი უწოდა. მისი თქმით, ეს იყო საკმაოდ მკვახე და უხეში თავდასხმა ლადო კახაძეს მისამართით. "მე რასაც ყურადღება მივაქციე, ეს იყო საკმაოდ მკვახე განცხადება, რომელიც საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გააკეთა, აშკარა მხარდაჭერით ერთ-ერთი კანდიდატის მიმართ და არა მხოლოდ კეთილგანწყობით ამ კანდიდატის მიმართ, არამედ ოპონენტ მხარეზე ძალიან უხეში თავდასხმით. მე ვფიქრობ, რომ ეს არც ამ პიროვნების სტატუსს შეესაბამება და გარკვეული ჯენტლმენური შეთანხმებაც არსებობს, რომ ასეთი აშკარა მხარდამჭერი განცხადებები არ იქნეს გაკეთებული", - განაცხადა გია ვოლსკიმ.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)