00:19 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-09 17:18:45, 1622 ნახვა

რეგიონი
მესტიაში, მდინარეში მანქანით გადავარდნილი ორი ახალგაზრდის ცხედარი იპოვეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა ორდღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად ბეჩოში, ავტოსაგზაო შემთხვევისას წყალში გადავარდნილი ორი ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

მათივე ცნობით, სამუშაოებს ადიდებული მდინარე და ხეობის რთული რელიეფი ართულებდა.

„ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო ჯგუფები როგორც მესტიიდან, ასევე ზუგდიდიდან, ქუთაისიდან და თბილისიდან. სამაშველო ოპერაციაში დაუყონებლივ ჩაერთო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ საგანგებო  სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს სწრაფი რეაგირების სამაშველო და მყვინთავთა ჯგუფები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ფოტო: საზოგადოებრივი მაუწყებლის ვიდეო





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics