16:37 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-01 14:50:10, 465 ნახვა

საზოგადოება
შსს - ივნისში საქართველოს საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა რაოდენობა 9,3 %-ით გაიზარდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.

უწყების ინფორმაციით, 2015 წლის ივნისის თვე 496 758 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2014 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 9,3 %-ით მეტია. 

ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია: 

ა) ტურისტი - 197 537 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 39,8%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 3,4%);  

ბ) ტრანზიტი - 131 710 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 26,5%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 80%); 

გ) სხვა - 167 511 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 33,7%, კლება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან -12%).

რაც შეეხება იანვარ-ივნისის ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 2 332 303 ვიზიტი განხორციელდა, რაც 2014 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე 3,5%-ით მეტია.

„2015 წლის ივნისშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ თურქეთიდან (-19,8%), აზერბაიჯანიდან (+15%), სომხეთიდან (+33%), რუსეთიდან (+47%) და უკრაინიდან (-5%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-ივნისშიც გამოირჩნენ ლიტვა, ჩეხეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ლატვია და ნიდერლანდები (შესაბამისად 27%, 26%, 22%, 18%, 13% და 12%), შუა აზიის ქვეყნებიდან უზბეკეთი (110%) და ყაზახეთი (32%), აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან - ბელორუსიის და მოლდოვას მოქალაქეები 47% და 36%–იანი, ხოლო ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან - არაბათა გაერთიანებული საემიროები 678%-იანი მატებით. აქვე აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების 12%-იანი ზრდა“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics