|
2019-06-09 11:48:05, 1017 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: დამაჯერებელ გამარჯვებაში დარწმუნებულები ვართ
„პირველ ტურში, ჩვენი კანდიდატი ცალსახა ლიდერი იყო. ჩვენ მეორე ტურშიც დამაჯერებელ გამარჯვებაში დარწმუნებულები ვართ“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა. როგორ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა აღნიშნა, 31-ვე საარჩევნო უბანი სათანადო დროს შეფერხების გარეშე გაიხსნა , რაიმე არსებითი ხარვეზი არ დაფიქსირებულა. „დღეს, მთაწმინდის საარჩევნო ოლქში არჩევნების მეორე ტური ტარდება. მეორე ტური თავისთავად დემოკრატიის მაღალ სტანდარტს და არჩევნების მაღალ სტანდარტს ცხადყოფს, რომელიც საქართველოში 2012 წლიდან დამკვიდრდა. პირველ ტურში, ჩვენი კანდიდატი ცალსახა ლიდერი იყო. ჩვენ მეორე ტურშიც დამაჯერებელ გამარჯვებაში დარწმუნებულები ვართ. საკმაოდ მაღალი აქტივობისთვის მადლობას გადავუხდით ამომრჩეველს. 10 საათის მდგომარეობით 31 %-ით მაღალია აქტივობის მაჩვენებელი პირველ ტურთან შედარებით. თუ იქნება მაღალი აქტივობა, ასეთ შემთხვევაში იქნება დიდი სხვაობა მეორე ტურში. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ამომრჩეველს აქტიურობისკენ და სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაფიქსირებისკენ. 31-ვე საარჩევნო უბანი სათანადო დროს შეფერხების გარეშე გაიხსნა , რაიმე არსებითი ხარვეზი არ დაფიქსირებულა. კეთდება უსაფუძვლო განცხადებები ოპონენტების მხრიდან, რასაც ჩვენ მთელი ამ წლების განმავლობაში მიჩვეულნი ვართ. არის პროცესში გარკვეული დაძაბულობის შეტანის მცდელობა, ამასაც მიჩვეულნი ვართ და ვიცით რის ნიშანიც არის ეს. ეს არის იმის ნიშანი, რომ ჩვენი ოპონენტები იბრძვიან არა გამარჯვებისთვის , არამედ ისინი გარდაუვალი დამარცხებისთვის ემზადებიან. რა თქმა უნდა, ოპონენტებს მოვუწოდებთ , რომ შეინარჩუნონ სიმშვიდე და მისცენ მშვიდ გარემოში მუშაობის საშუალება როგორც ამომრჩეველს, ასევე საარჩევნო ადმინისტრაციას.დარწმუნებულნი ვართ, მთაწმინდის ამომრჩეველი სწორ არჩევანს გააკეთებს. ყველა საარჩევნო უბანზე მაღალი აქტიურობა არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა კობახიძემ.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)