06:30 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-09 11:38:25, 1038 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა მელიას განმარტებით,ზნეობრივ კომპრომისზე წასვლაა, როცა ხმის მიცემა შეიძლება მურუსიძისთვის მოგიწიოს

 „შუალედურმა არჩევნებმა დაგვანახა, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში ყოფნის ბოლო პერიოდს ითვლის“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ ჟურნალისტებს, საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ განუცხადა.

როგორც მელიამ აღნიშნა, ხმა შალვა შავგულიძე გამარჯვების შემთხვევაში, ის პარლამენტის პროდუქტიული წევრი იქნება.

„ბანალური არ ვიქნები და პირდაპირ ვიტყვი, რომ ხმა მივეცი შალვა შავგულიძეს. ჩემთვის და ძალიან ბევრი ადამიანისთვის ზნეობრივ კომპრომისზე წასვლა არის, როგორც მინიმუმ, ძალიან უხერხული. მე არაფერს არ ვერჩი ლადო კახაძეს, მას პირადად ვიცნობ. შავგულიძის მოწინააღმდეგედ საარჩევნო კამპანიაში დავინახე ბატონი მურუსიძე, რომელიც არც კი თაკილობდა დებატებში მონაწილეობას შავგულიძესთან. მთელი კამპანია ისე აეწყო, რომ ისტორიის გაყალბება უნდოდათ. ადგილი აწმყოს დამახინჯებას ჰქონდა, თითქოს ბატონი მურუსიძე ფრთიანი ანგელოზი გახლავთ და ბატონი შავგულიძე არის ცუდი ადამიანი, რომელიც თუნდაც წინა და იმის წინა ხელისუფლების დროს ყოველთვის, როგორც ადვოკატი, იბრძოდა სამართლის დადგენისთვის. ამიტომ ყველა, ვინც ამ ფაქტორს მნიშვნელოვნად აღიქვამს, მხარს შავგულიძეს დაუჭერს. როგორც უნდა დამთავრდეს დღევანდელი არჩევები, შუალედურმა არჩევნებმა დაგვანახა, რომ „ქართული ოცნება“ უკვე ბოლო პერიოდს ითვლის მისი ხელისუფლებაში ყოფნისას“, - განაცხადა ნიკა მელიამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics