|
2015-07-01 14:26:13, 754 ნახვა
საზოგადოება
პარტია "თავისუფალი საქართველოს" ინფორმაციით, ბეჟან გუნავა დააკავეს
პარტია "თავისუფალი საქართველოს" გენერალური მდივანი ალექსანდრე შალამბერიძე გარდაიცვალა. მას გუშინ ნ. ბოხუას სახელობის სისხლძარღვთა და გულის დაავადებათა ცენტრში ოპერაცია ჩაუტარდა, რასაც გართულებები მოჰყვა და დაიღუპა. ალექსანდრე შალამბერიძე საქართველოს პარლამენტის ორგზის წევრი იყო. დაიბადა 1958 წელს; დაამთავრა თბილისის 57-ე სკოლა, 1979 წელს დაამთავრა სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტი. 1991-1992 წლებში გაიარა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ასპირანტურა. 1990 წლიდან იყო „ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის“ აღმასრულებელი მდივანი 2004 წლამდე. 1980-1990 წლებში მეცნიერ თანამშრომელი; 1991-1992 წლებში ვაკის რაიონისა და თბილისის საკრებულოს წევრი; 1991 წლიდან — პრეზიდენტის რეგიონალური სამსახურის იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელი; 1996-1999 წლებში — თბილისის მერიის განყოფილების გამგე; 1997-1998 წლებში — ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი; 1999-2008 წლებში — საქართველოს პარლამენტის წევრი, რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, 2004-2009 წლებში იყო ნაციონალური მოძრაობის წევრი. მრავალი საპროტესტო აქციის მონაწილე და ორგანიზატორი, პუბლიცისტური წერილების ავტორი პოლიტიკურ და საზოგადოებრივ საკითხებზე.
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)