|
2019-06-08 11:59:19, 1236 ნახვა
პოლიტიკა
ბახტაძე: მოვუწოდებთ ამერიკელ მეწარმეებს, ისარგებლონ იმ შესაძლებლობებით, რომელსაც მათ საქართველო სთავაზობს
ჩვენი ქვეყანა არის მე-3 ადგილზე მსოფლიოში საგადასახადო რეჟიმის სიმსუბუქის თვალსაზრისით, რისი მიღწევაც არ იყო მარტივი; ჩვენ დღესაც გვაქვს ჯანსაღი ბალანსი ინფრასტრუქტურაში და ადამიანურ კაპიტალში მზარდ ინვესტიციებსა და დაბალი გადასახადების შენარჩუნებას შორის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სიეტლის მსოფლიო ურთიერთობათა საბჭოში (World Affairs Council) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს აქვს ყველაზე ღია ეკონომიკა მსოფლიოში, რასაც ადასტურებენ მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და საქართველოს მსხვილი საერთაშორისო ინვესტორები. "ჩვენ მივესალმებით, მოვუწოდებთ და ვიწვევთ ამერიკელ მეწარმეებს, ისარგებლონ იმ შესაძლებლობებით, რომელსაც მათ საქართველო სთავაზობს. ჩვენი მდებარეობის წყალობით, ჩვენი უშუალო რეგიონული ბაზარი მოიცავს 500 მილიონ ადამიანს. ამერიკულ ბიზნესებს ჩვენ ვთავაზობთ უნიკალურ და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გასასვლელს ევროპის და აზიის ბაზრებზე. საქართველო ზღვაზე გასასვლელის არმქონე 8 ქვეყნის კარიბჭეა ევროპაში. ეს არის მსოფლიოში ყველაზე მზარდი სამომხმარებლო ბაზარი. ამ რეგიონში თავმოყრილი მსოფლიოს ყველა მინერალური რესურსის 18%. ჩვენი სტრატეგია მდგომარეობს ამ ქვეყნების დახმარებაში, სრულად გამოიყენონ ეკონომიკური პოტენციალი. ჩვენ მნიშვნელოვან ინვესტიციებს ვახორციელებთ ჩვენს ინფრასტრუქტურაში. სწორედ ამიტომაც ვაშენებთ ღრმაწყლოვან პორტს საქართველოში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას ასევე ისაუბრა მწვანე ეკონომიკის სტრატეგიაზე, რომელიც კონცენტრირებულია ქვეყნის მასშტაბით გარემოს დაცვაზე და მომავალი თაობებისთვის ბუნებრივი რესურსების შენარჩუნებაზე.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)