|
2019-06-08 11:01:11, 1141 ნახვა
პოლიტიკა
ბახტაძე: ტერიტორიების დასაბრუნებლად დემოკრატიას, დიპლომატიასა და ჰუმანურობას გამოვიყენებთ
ჩვენი მომავლის ხედვა ეფუძნება ამბიციას, გავხდეთ მსოფლიო დონის ქვეყანა, საცხოვრებლად, სამუშაოდ და წინსვლისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სიეტლის მსოფლიო ურთიერთობათა საბჭოში (World Affairs Council) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა საქართველოს მიღწევებსა და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. „წარმატებების მიუხედავად, გამოწვევები მაინც არსებობს, როგორც ამას, სამწუხაროდ, ისტორიაც ადასტურებს. 2008 წლიდან მოყოლებული ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. ოკუპაციის შემდეგ ჩვენი მოსახლეობის 8% იძულებული გახდა, დაეტოვებინა საკუთარი სახლები. ჩვენი ქვეყანა ამაყობს თავისი ისტორიით. ჩვენ გავუძელით საბჭოთა ოკუპაციის 70 წელს და, რასაკვირველია, არ მივცემთ რუსეთს უფლებას, განსაზღვროს ჩვენი მომავალი. ჩვენ სრულად ვაკონტროლებთ ჩვენს ბედს და ჩვენი მომავლის ხედვა ეფუძნება ამბიციას, გავხდეთ მსოფლიო დონის ქვეყანა, საცხოვრებლად, სამუშაოდ და წინსვლისთვის. ტერიტორიების დასაბრუნებლად ჩვენ შეიძლება გარკვეული დრო დაგვჭირდეს, მაგრამ ეს აუცილებლად მოხდება. ცხადია, ეს არ მოხდება ძალის გამოყენებით. ამისთვის გამოყენებული იქნება დემოკრატია, დიპლომატია, შესაძლებლობები, განვითარება და ჰუმანურობა", - განაცხადა პრემიერმა. შეხვედრა სიეტლის მსოფლიო ურთიერთობათა საბჭოში კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მამუკა ბახტაძემ მსოფლიო ურთიერთობათა საბჭოს წევრების კითხვებს უპასუხა.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)