15:18 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-07 17:16:56, 1618 ნახვა

კომენტარი
გოგიჩაიშვილი - უპასუხისმგებლო ეკონომიკის მინისტრი უნდა გადადგეს და დადგეს პრემიერის პასუხისმგებლობის საკითხიც

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი მოითხოვს, რომ ფოთში, ღრმაწყლოვანი პორტის აშენებაზე ნებართვის გაცემის გამო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა გადადგეს.

დეპუტატი პრემიერის პასუხისმგებლობის საკითხსაც აყენებს და აღნიშნავს, რომ საქართველო „მაფიოზური მმართველობის ქვეყნად“ ყალიბდება.

„ეკონომიკის მინისტრი, რომელიც პასუხისმგებელია ეკონომიკური პოლიტიკის აღსრულებაზე, თვე ნახევრის დაგვიანებით იგებს, რომ მის ერთ-ერთ თანამშრომელს თურმე ნახევარი მილიარდი ლარის საინვესტიციო ბრძანება დაუწერია. თუ ეს სიმართლეა, რომ ეს მან არ იცოდა, ეს უკვე პრობლემაა, ე.ი. ამ ქვეყანაში ვინ რას აკეთებს, კაციშვილმა არ იცის. რა თქმა უნდა, ჩვენ ამის არ გვჯერა, რომ მათ ეს არ იცოდნენ, რატო შეცვალეს ეს გადაწყვეტილება, სხვა საკითხია. მინისტრი უნდა გადადგეს თანამდებობიდან, როგორც უპასუხისმგებლო, რადგან 2 მაისსაა მიღებული გადაწყვეტილება და ის უკვე მინისტრი იყო. ამ ქვეყანაში სერიოზული მმართველობის კრიზისია და ვინ რისი მინისტრია, არავინ არაფერი იცის . კითხვას ვსვამ და ეს კითხვა დავუსვი მასაც - მოსწონს თუ არა ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც მინისტრმა თვენახევრის განმავლობაში არ იცის მისმა მოადგილემ რა ბრძანება დაწერა?! ეს არა მარტო მისი, არამედ პრემიერის პასუხისმგებლობის საკითხია, რად გვინდა მაშინ პრემიერმინისტრი? პარტიის პოლიტბიურო შეიკრიბოს და მათ განსაზღვრონ ამ ქვეყნის განვითარება და დავბრუნდეთ ისევ ძველ დროში. ეს არ არის დემოკრატია, ესაა ერთი გადადგმული ნაბიჯი, რომ ეს ქვეყანა ჩამოყალიბდეს მაფიოზური ტიპის ქვეყნად", - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

შეგახსენებთ, 30 მაისს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ კონსურციუმის, მისი პარტნიორებისა და ინვესტორებისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ქალაქ ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი, მრავალფუნქციური ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია. მოგვიანებით, საკითხის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა გამოეხმაურა. მინისტრმა ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი თანამდებობიდან გადააყენა და მის მიერ გაცემული დოკუმენტი გააუქმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
შსს-მ გენოციდის ხსოვნის დღეს თურქეთის საელჩოსთან აქციის გამართვის უფლება არ მისცა.
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics