15:18 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-07 16:43:25, 1267 ნახვა

კომენტარი
აბესაძე: თუ სახელმწიფო ინსპექტორი პარტიული იქნება, ეს ხელისუფლებას ადამიანის პირადი ცხოვრებით ვაჭრობაში შეუწყობს ხელს

„ევროპული საქართველოს“ წევრის ირაკლი აბესაძის განცხადებით, ხელისუფლებას  სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე თავისი გავლენის ქვეშ მყოფი პირის დანიშვნა სურს და ამას კანდიდატების შერჩევის პროცედურის დარღვევა ადასტურებს.

დეპუტატი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ სახელმწიფო ინსპექტორმა პერსონალურ მონაცემთა დაცვა უნდა უზრუნველყოს და აღნიშნავს, რომ თუ ის პარტიულად მიკერძოებული იქნება, მმართველ გუნდს სხვადასხვა პირის შანტაჟის შესაძლებლობა მიეცემა.

"სახელმწიფო ინსპექტორის ძალიან მნიშვნელოვან თანამდებობაზე კანდიდატურის შერჩევის პროცედურის მიკერძოებულად  და დარღვევებით წარმართვა პირდაპირ ადასტურებს, რომ ხელისუფლება და პირადად გახარია, როგორც ჩანს, ეცდებიან თავიანთი გავლენის ქვეშ მყოფი პირის დანიშვნას თანამდებობაზე, რომელმაც შემდგომ უნდა აკონტროლოს ადამიანების პერსონალური მონაცემების დაცვა ქვეყანაში, იქ, სადაც "ქართული ოცნების"  ხელისუფლების პირობებში პირადი ცხოვრების ჩანაწერები, პერსონალური მონაცემები არაერთხელ გამხდარა საზოგადოებრივად აქტიური ადამიანების შანტაჟის საფუძველი, იქ სადაც არაერთხელ ყოფილა დასაბუთებული ეჭვი ე.წ. "უკანონო მოსმენების" და თვალთვალის განხორციელების შესახებ სახელმწიფოს მხრიდან და ამავდროულად სახელმწიფოს ინსპექტორმა უნდა განახორციელოს სამართალდამცავ სისტემაში ჩადენილი დანაშაულებების გამოძიება და იმ შემთხვევაში, თუ ეს თანამდებობის პირი გახარიას გავლენის ქვეშ მყოფი იქნება, რა თქმა უნდა, არანაირ ობიექტურ და მიუკერძოებელ გამოძიებაზე საუბარი არ შეიძლება იყოს. დაუშვებელია ამ თანამდებობაზე პოლიტიკურად მიკერძოებული კადრის მიღება , რაც კიდევ უფრო მეტად გაუმარტივებს "ქართულ ოცნებას" ამოცანას, ივაჭროს ადამიანების პირადი ცხოვრებით", - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
შსს-მ გენოციდის ხსოვნის დღეს თურქეთის საელჩოსთან აქციის გამართვის უფლება არ მისცა.
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics