15:18 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-07 14:34:26, 1475 ნახვა

კომენტარი
თურნავა - „გაზპრომის“ რაიმე დომინირებაზე საუბარი შესაძლებელი არასდროს იქნება

 „გაზპრომის“ დომინირებაზე საუბარი არ იქნება, ვერ იქნება და არასდროს იქნება შესაძლებელი", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

თურნავას განმარტებით, ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორად კვლავ აზერბაიჯანი რჩება.

„მთავარი პრინციპი, რომელსაც ჩვენ ვატარებდით და გავატარებთ  „გაზპრომთან“ მოლაპარაკებაში, იყო პირველ რიგში უსაფრთხოება, ქვეყნის ენერგეტკული უსაფრთხოების სტრატეგიული უსაფრთხოების დაცვის პრიორიტეტი, რაც ზედმიწევნით შესრულდა. დღეს თუ ჩახედავთ გაზის ბალანსს, რომელიც გამოქვეყნებულია ჩვენს ვებსაიტზე, 2 მილიარდ 500 მილიონი კუბური მეტრის ბაზრიდან, რაც არის ჩვენი მთლიანი მოხმარება, 95% გაზი არის აზერბაიჯანული წარმომავლობის. აზერბაიჯანი რჩება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორად. ჩვენ ვიღებთ ორი წყაროთი აზერბაიჯანიდან გაზს, ეს არის ჩვენი კუთვნილი კვოტა, როგორც სატრანზიტო ქვეყნის. ასევე არის სახელმწიფო კომპანია „სოკარის“ მიერ მოწოდებული გაზი - ამ გაზით იფარება ჩვენთვის მნიშვნელოვანი, სტრატეგიული მომხმარებელი - ეს არის ჩვენი მოსახლეობა, ეს არის ჩვენი თბოელექტროსადგურები ანუ ელექტროენერგიის გენერაცია. აქ ჩვენ გვაქვს მყარი გარანტიები, რომ მთლიანად ეს სეგმენტი ჩვენი სტრატეგიული მომხმარებლის დაფარული იქნება და არის აზერბაიჯანული გაზით.

რაც შეეხება, კომერციულ სეგმენტს, კომერციულ სეგმენტში, ბიზნესში ჩვენ ყოველთვის მომხრე ვართ, რომ შემოვიდეს გარკვეული კონკურენცია. ჩვენი მოლაპარაკებების შედეგად და დეტალებზე საუბრის უფლება არ მაქვს როგორც მოგეხსენებათ, იმიტომ, რომ კომერციული საიდუმლოებაა დოკუმენტი, მაგრამ შედეგს ხედავთ. ჩვენ შევძელით პირობების გაუმჯობესება მათ შორის მიწოდებული გაზის ნაწილშიც და ახლა მცირე დოზით, ჩვენი მოხმარების სულ 5%, ეს გაზი წარმოდგენილია ბაზარზე, როგორც ალტერნატიული. გაიყიდა მისი დიდი ნაწილი აუქციონის მეშვეობით, შედგა ძალიან დიდი კონკურენცია, 8 კომპანია მონაწილეობდა. ეს გაზი შეიძლება ძალიან მცირეა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი მოტივატორია კონკურენციისთვის. აქედან გამომდინარე ალტერნატივის არსებობა ბაზარზე, ისევ და ისევ ჩვენი ბიზნესების კონკურენტუნარიანობით არის განპირობებული . თუმცა, ისევ და ისევ ვამბობ, რომ ეს არის სულ  5% ჩვენი წლიური მოხმარების. ასე რომ „გაზპრომის“ რაიმე დომინირებაზე საუბარი არ იქნება, ვერ იქნება და არასდროს იქნება შესაძლებელი“,- განაცხადა თურნავამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
შსს-მ გენოციდის ხსოვნის დღეს თურქეთის საელჩოსთან აქციის გამართვის უფლება არ მისცა.
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics