13:31 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-07 14:29:48, 885 ნახვა

პოლიტიკა
თურნავა: სახელმწიფო არასოდეს მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც ანაკლიის პორტისთვის დამაზიანებელი იქნება

„ბოლო დროს ვისმენდით სხვადასხვა მოსაზრებებს სპეკულაციებს ამ საკითხზე, ამიტომ ცალსახად მინდა ვთქვა - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იყო, არის და იქნება სტრატეგიული პრიორიტეტი სახელმწიფოსთვის და რასაკვირველია, ეკონომიკის სამინისტროსთვის. და ამას ჩვენ საქმით ვადასტურებთ, ეს არ არის მხოლოდ დეკლარირება. ამას ვადასტურებთ საქმით იმ დონეზე, რა დონეზეც არცერთ ინფრასტრუქტურულ პროექტს არ ჰქონია სახელმწიფოს მხარდაჭერა", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე.

 ნათია თურნავამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი არ არის მხოლოდ კომერციული პროექტი. „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, ჩვენი სტრატეგიული მდებარეობის გამოყენებისთვის. ჩვენ დღეს ვკარგავთ გარკვეული კატეგორიის ტვირთებს, რომლებიც სხვა შემთხვევაში გაივლიდა ჩვენს ლოგისტიკურ სისტემას. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ანაკლია ამოქმედდეს და ამ ღრმაწყლოვანმა პორტმა შეძლოს ოპერირება და ტვირთების მიღება", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ამასთან, მინისტრმა პარლამენტარებს შეახსენა ის მხარდაჭერა, რომელსაც ანაკლიის პორტის ინვესტორი კომპანია იღებდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. „ეს არის 100 მლნ დოლარის სუბორდინირებული სესხი, რომელსაც მიიღებს კომპანია, როგორც კი თავის წილ ვალდებულებებს შეასრულებს; ეს არის 300 მლნ ლარის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთა განხორციელებაც დაწყებულია უკვე და ეს არ არის დაპირება, ეს არის კონკრეტული ვალდებულება; ეს არის მოქნილი ვადები - პირველი ვადა ანაკლიის კონსორციუმთან შეთანხმებული სამუშაოების დაწყების და ე.წ. ფინანსური დახურვის მიღწევის, იყო 2017 წლის ზაფხული. ამის შემდეგ სახელმწიფომ რამდენჯერმე გაითვალისწინა ინვესტორის თხოვნა და მოხდა მისი გადავადება, შესაბამისად, ჩვენ მათთან კვლავ განვიხილავთ ფინანსური შეკვრის და დაფინანსების მოზიდვის საკითხებს. ამ პროცესში სახელმწიფომ უკვე აპატია ინვესტორის 11 მლნ დოლარზე მეტი პირგასამტეხლო", - განაცხადა მინისტრმა.

 ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობა მხოლოდ ანაკლიის პრიორიტეტის კონტექსტში განიხილავს ნებისმიერ სხვა ინიციატივას ალტერნატიული საპორტო განვითარების შესახებ. „შესაბამისად არანაირი წინაღობა ანაკლიის პროექტის განხორციელებას არ ექნება.  სახელმწიფო და ეკონომიკის სამინისტრო არასოდეს მიიღებს რაიმე გადაწყვეტილებას, რომელიც ანაკლიისთვის დამაზიანებელი იქნება", - აღნიშნა მან.

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მომსახურების სააგენტო პირებს ვისაც 365-დღიანი ვადა უახლოეს პერიოდში ეწურებათ, გამოცდის დაჯავშნის პროცესს ამარტივებს
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
კობახიძე - 26 მაისს ოპოზიციის ინიციატივები სრული წარუმატებლობისთვის არის განწირული
ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკევე PSP-შია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics