03:58 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-07 12:55:00, 1151 ნახვა

სამართალი
ნინო ჯავახაძემ Cieca-ს კონგრესის დელეგატებს სიტყვით მიმართა

თბილისში მძღოლთა ტესტირების ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია Cieca-ს კონგრესი გაიხსნა. Cieca-ს ყოველწლიური კონგრესი საქართველოში წელს პირველად იმართება. ღონისძიებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო მასპინძლობს.

კონგრესის მონაწილეებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ სიტყვით მიმართა.

მინისტრის მოადგილის თქმით, ქვეყანაში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესება სამინისტროს პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. სწორედ ამ მიზნით მიმდინარეობს კამპანია "#მეტისიცოცხლისათვის", რომლის ფარგლებშიც არაერთი საკანონმდებლო ცვლილება, მნიშვნელოვანი პროექტი და ღონისძება არის დაგეგმილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორმა მარიანა მორგოშიამ კონგრესის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და კონგრესის საქართველოში ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ერთობლივი ოპერაციების ცენტრის დირექტორმა გიორგი არსოშვილმა კი დელეგატებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თემაზე და სამინისტროს მიერ ამ მიმართულებით დაგეგმილი და განხორციელებული ღონისძიებების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.

სამდღიან ღონისძიებას მსოფლიოს 33-ზე მეტი ქვეყნის 115 დელეგატი ესწრება. კონგრესის წლევანდელი განსახილველი თემაა - "თანამედროვე ტექნოლოგიები საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისთვის“.

Cieca მძღოლთა ტესტირების საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებში საგზაო მოძრაობის სტანდარტების შემუშავებას, მხარდაჭერასა და მონიტორინგს უზრუნველყოფს. ორგანიზაცია მსოფლიოს მასშტაბით 37 ქვეყნის კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციებს აერთიანებს. საქართველო 2014 წლიდან Cieca-ს წევრია. საერთაშორისო ორგანიზაციაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით დაიწყო სოციალური კამპანია "#მეტისიცოცხლისთვის“. 2019 წლის სამოქმედო გეგმის თანახმად კი - შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგზაო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ინტენსიურ აქტივობებს გეგმავს, მათ შორის გზებზე "ჭკვიანი" ვიდეოკამერების დამატებას (2019 წლის ბოლომდე, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 5000-მდე ვიდეოკამერა ამოქმედდება), ფარული პატრულირების განმახორციელებელი ეკიპაჟების გაზრდას, ავტომობილის ნომრის ამომცნობი ინოვაციური მობილური სისტემების დანერგვას და საკანონდებლო ცვლილებებს, რაც გარკვეულ შემთხვევებში სანქციების გამკაცრებას გულისხმობს.

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics