13:31 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-07 11:32:33, 885 ნახვა

პოლიტიკა
ევროსაბჭოს ანგარიშში საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები დადებითად არის შეფასებული

ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა ევროკავშირის ანგარიში 2018 წელს მსოფლიოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ, რომელშიც დადებითად არის შეფასებული საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები.

დოკუმენტში ხაზგასმულია საქართველოს მონაწილეობა ევროკავშირის ინიციატივაში „Good Human Rights Stories", რომლის ოფიციალური წარდგენა მოხდა 2018 წელს, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის გენერალური დებატების კვირეულის ფარგლებში და რომელიც მიზნად ისახავს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას, სადაც საქართველო წარმოდგენილი იყო მსოფლიოს 13 ქვეყანას შორის როგორც ერთ-ერთი საუკეთესო.

დოკუმენტში დადებითად არის შეფასებული საქართველოს მიერ ადამიანის უფლებების დაცვის განმტკიცების მხრივ გადადგმული კონკრეტული ღონისძიებები. მათ შორის აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა  დაცვის დეპარტამენტი, რომელიც 2018 წელს დაარსდა და მიზნად ისახავს სხვადასხვა სახის დანაშაულის, მათ შორის არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების მონიტორინგის განხორციელებას.

დოკუმენტი ასევე ხაზს უსვამს ტერორიზმთან ბრძოლაში ევროკავშირის წარმატებულ თანამშრომლობას სხვადასხვა ქვეყანასთან, მათ შორის საქართველოსთან.

ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებით, ანგარიშში ხაზგასმულია, ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმები, მათ შორის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის იმპლემენტაცია. ევროკავშირის ანგარიში აღნიშნავს ბავშვთა ინდივიდუალური საჭიროებების შეფასების სისტემის დანერგვას, რაც პროკურორებსა და მოსამართლეებს ბავშვთა საუკეთესო ინტერესების დაცვით გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარება. ამასთან, აღნიშნულია, რომ არასრულწლოვანთა მიმართ გამოიყენება სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვა და პატიმრობის ისეთი ალტერნატიული ფორმა, როგორიც არის შინაპატიმრობა.

დემოკრატიული მმართველობის კონტექსტში, ანგარიშში აღნიშნულია „პოლიტიკური პარტიების გაძლიერებისათვის" ევროკავშირის საპილოტე პროგრამის წარმატებული განხორციელება მსოფლიოს რიგ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია ადამიანის უფლებათა საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის მიერ 2018 წლის მაისში საქართველოში განხორციელებული ვიზიტი, რომლის დროსაც გაიმართა შეხვედრები მთავრობისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მომსახურების სააგენტო პირებს ვისაც 365-დღიანი ვადა უახლოეს პერიოდში ეწურებათ, გამოცდის დაჯავშნის პროცესს ამარტივებს
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
კობახიძე - 26 მაისს ოპოზიციის ინიციატივები სრული წარუმატებლობისთვის არის განწირული
ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკევე PSP-შია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics