01:45 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-01 11:44:27, 434 ნახვა

პოლიტიკა
თენგიზ ფხალაძე: თურქმენეთის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოს სატრანზიტო პოტენციალზე სერიოზულად აისახება

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ხვალ, თურქმენ კოლეგას გურბანგული ბერდიმუჰამედოვს უმასპინძლებს. 

თურქმენეთის პრეზიდენტი  საქართველოს პირველი სახელმწიფო ვიზიტით ეწვევა. 
როგორც პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თენგიზ ფხალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პრეზიდენტის სასახლეში 2 ქვეყნის ლიდერები ერთმანეთს როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატში სახელმწიფო დელეგაციებთან ერთად შეხვდებიან, რის შემდეგაც ერთობლივ დოკუმენტზე ერთობლივი ხელმოწერის ცერემონია გაიმართება. 
ამასთან, სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, თურქმენეთის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ–მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილსა და პარლამენტის თავჯდომარე დავით უსუფაშვილსაც შეხვდება. 
ფხალაძის შეფასებით, აღნიშნული ვიზიტი საქართველოს სატრანზიტო პოტენციალზე სერიოზულად აისახება. 
„ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმას, რომ საერთაშორისო არენაზე კიდევ უფრო მკაფიოდ იქნას დაფიქსირებული საქართველოს გეოპოლიტიკური როლი, რაც გულისხმობს იმ დერეფნის წინ წამოწევას, რასაც ქვია ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი დერეფანი, ამ სტრატეგიული ხაზის ფარგლებში. მინდა გითრათ, რომ თურქმენეთთან ურთიერთობების იტენსიფიკაცია გასული წლის დეკემბერში დაიწყო, როდესაც შედგა საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი და მაშინ გადავეცით მოწვევა. ეს არის მართლაც დიდი მნიშვნელობის სახელმწიფო ვიზიტი, რომელიც მიზნად ისახავს შეხვედრებს, საუბრებსა და მოლაპარაკებებს, ყველა იმ თემატიკაზე, რომელიც მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვის, ასევე გეოპოლიტიკური როლის განვითარებსთვის. უპირველესი აქცენტი გაკეთდება ეკონომიკაზე, ენერგოდერეფანზე. დარწმუნებული ვარ, აღნიშნული ვიზიტი სერიოზულად აისახება საქართველოს სატრანზიტო პოტენციალზე“, – აღნიშნა ფხალაძემ. 
ვიზიტის მეორე დღეს თურქმენეთის პრეზიდენტისთვის საპატიო აკადემიკოსის მინიჭების ცერემონია გაიმართება.
 გურბანგული ბერდიმუჰამედოვი სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად საქართველოს 3 ივლისს დატოვებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics