17:02 - 31 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-07 10:24:54, 1545 ნახვა

სამართალი
რუსთავში, ორსულ მეუღლეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერტიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ არასრულწლოვნის თანდასწრებით განხორციელებული ძალადობის, მუქარისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1985 წელს დაბადებული რ.გ. დააკავეს.

დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა, არასრულწლოვნის თანდასწრებით ფიზიკურად იძალადა ორსულ მეუღლეზე - 1990 წელს დაბადებულ ს.მ-ზე. ასევე, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით.
დაშავებული ქალის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

სამართალდამცველებმა, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ოპიუმის და ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს.

გამოძიება არასრულწლოვნის თანდასწრებით ორსული ქალის მიმართ ოჯახში ძალადობის, წინასწარი შეცნობით ოჯახური ნიშნით ორსული ქალის მიმართ განხორციელებული მუქარისა და  ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, სსკ-ის 11'-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით, 126' მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით, 126' მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" და ,,ბ" ქვეპუნქტით და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics