12:20 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-06 22:37:15, 1279 ნახვა

პოლიტიკა
ბრიტანეთის ელჩმა ილიას სიტყვები ქართულად წარმოთქვა

მოძრაობა და მარტო მოძრაობა არის, ჩემო თერგო, ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი, – საქართველოში ბრიტანეთის ელჩმა ჯასტინ მაკენზი სმიტმა დედოფალ ელისაბედ მეორის დაბადების დღის აღსანიშნავ წვეულებაზე ილია ჭავჭავაძის ცნობილი სიტყვები გაიხსენა.

„კიდევ ერთხელ ვიზეიმოთ მისი უდიდებულესობის, დედოფალ ელისაბედ მეორის დაბადების დღე საქართველოში. ამ წელს დედოფლის დაბადების დღის მზადებისას მაქსიმალურად შევამცირეთ გარემოსთვის მავნე საშუალებების გამოყენება. მინდა, ორი სიტყვა ვთქვა ქართველ ახალგაზრდებზე. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს დიდი და ნათელი მომავალი აქვს, რადგან ეს ნიჭიერი თაობა აგრძელებს ილიას გზას – „მოძრაობა და მარტო მოძრაობა არის, ჩემო თერგო, ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი“, – განაცხადა ჯასტინ მაკენზიმ.

ბრიტანეთის საელჩოში მიმდინარე წვეულებას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, დიპლომატიური კორპუსის, სამოქალაქო საზოგადოების, ბიზნესის, კულტურისა და მედიის წარმომადგენლები, სტუდენტები, ბრიტანული საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულები ესწრებიან.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იუსტიციის სამინისტრომ პატიმართა კვებისთვის ₾201 მილიონიანი ხელშეკრულებები გააფორმა
ინფრასტრუქტურული პროექტების რეგულირება მკაცრდება - მთავრობა ცვლილებათა პაკეტს ამზადებს
2026 წლის I კვარტალში ტელე და რადიო მაუწყებლების კომერციული შემოსავალი 64%-ით გაიზარდა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics