2019-06-06 13:52:05, 1023 ნახვა
რეგიონი
ხონის საკრებულოს თანამშრომლებს საფულეები მოპარეს
ხონის საკრებულოს თანამშრომლებს საფულეები მოპარეს.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, დაკარგულია 500 ლარი.
„თანამშრომლის საფულეები მოიპარეს, კარადა გატეხეს სამუშაო საათების დროს, მოპარულია 500 ლარამდე თანხა“, - განუცხადა „კურიერს“ ხონის საკრებულოს ერთ-ერთმა, თანამშრომელმა.
„რუსთავი 2“-ისვე ცნობით, ფაქტს ადასტურებენ შსს-შიც, თუმცა აცხადებენ, რომ საფულე არა რამდენიმე, არამერ ერთ თანამშრომელს მოპარეს, დაკარგული თანხის ოდენობა კი მათთვის ჯერჯერობით უცნობია.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 177-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან