|
2019-06-06 11:00:30, 999 ნახვა
პოლიტიკა
ზალკალიანი: სააკაშვილის საკითხი სრულიად უმნიშვნელოა, უფრო სერიოზული თემებით ვართ დაკავებული სტრატეგიულ პარტნიორთან
„მაღალი თანამდებობის პირების გამოჭერა კორიდორებში, ხელის ჩამორთმევის ფოტოების გადაღება და შემდეგ ამის წარმოჩენა, როგორც მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრის, ეს ჩვენი ხელწერა არ არის და ძალიან კარგად გვახსოვს თუ როგორც ხდებოდა მსგავსი ქმედებების მიტანა საზოგადოებამდე. ჩვენ ძალიან ღიად ვმუშაობთ და არ გვჭირდება არანირი ფარული შეხვედრები არავისთან და ეს შეხვედრა რომელიც ბოლო წუთს დაიგეგმა ბრიუსელში იყო დაგეგმილი ჩვენი მეგობარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ელჩის გორდონ სონდლანდის მიერ, რომელიც წარმოადგენს ევროკავშირში ამერიკის შეერთებულ შტატებს და არის საქართველოს დიდი მეგობარი," - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საქართველოს პრემიერ მინისტრის მამუკა ბახტაძის ბრიუსელში გამართული ვიზიტის თაობაზე ოპოზიციის წარმომადგენლების შეფასებების კომენტირებისას განაცხდა. მისი თქმით, საქართველოს ურთიერთობები დასავლეთთან, მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ისევე როგორც ევროკავშირთან და სხვა პარტნიორ წევრ ქვეყნებთან უპრეცედენტოა, რისი გამოხატულებაც იყო პრემიერის ვიზიტი ბრიუსელში, სადაც, მინისტრის თმით მან მონაწილეობა მიიღო ევროკავშირში აშშ-ის ელჩს გორდონ სონდლანდის მიერ დაგეგმილ ღონისძიებაში, რომელზეც მოწვეულ სტუმრებს შორის იმყოფებოდნენ ევროკავშირის საგარეო საქმეთა უმაღლესი კომისარი ფედერიკა მოგერინი, უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი, რუმინეთის ვიცე-პრემიერი და სხვა უმაღლესი თანამდებობის პირები. მინისტრის თქმით, ერთი თვით ადრე მიღების დაგეგმვა მიღებული პრაქტიკაა, ამაოა ოპონენტების მცდელობა, რომ შეცდომაში შეიყვანონ მოსახლეობა. დავით ზალკალიანის განცხადებით საქართველოს ხელისუფლება სტრატეგიულ პარტნიორებთან კომუნიკაციის დროს გაცილებით მნიშვნელოვანი თემებით არის დაკავებული ვიდრე მიხეილ სააკაშვილია. „სააკაშვილის თემა არის სრულიად უმნიშვნელო და აბსოლუტურად არ არის საინტერესო. და საზოგადოებამ კარგად დაინახა უკრაინის პრეზიდენტის ზელენსკის გაკეთებული განცხადებიდან, რომ ეს თემა არც ყოფილა განხილული. ჩვენ უფრო მნიშვნელოვანი თემებით ვართ დაკავებული ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებზე ვსაუბრობთ, ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე ვსაუბრობთ, სტრატეგიულ პარტნიორობაზე ვსაუბრობთ, ევროკავშირთან ინტეგრაციაზე ვსაუბრობთ და ეს არის სერიოზული თემები ჩვენს სტრატეგიულ დღის წესრიგში და ჩვენ სწორედ ამ თემებს მივუყვებით", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
(NS)
იუსტიციის სამინისტრომ პატიმართა კვებისთვის ₾201 მილიონიანი ხელშეკრულებები გააფორმა
ინფრასტრუქტურული პროექტების რეგულირება მკაცრდება - მთავრობა ცვლილებათა პაკეტს ამზადებს
2026 წლის I კვარტალში ტელე და რადიო მაუწყებლების კომერციული შემოსავალი 64%-ით გაიზარდა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)