12:22 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-05 17:03:10, 1944 ნახვა

პოლიტიკა
ჩუგოშვილი: წელს მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რეზოლუცია საქართველოსთან ერთად 44-მა ქვეყანამ დააინიცირა

რეზოლუცია საქართველოსთან ერთად 44-მა ქვეყანამ დააინიცირა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მივაღწიოთ დევნილების ღირსეულ დაბრუნებას,- ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თამარ ჩუგოშვილმა  განაცხადა.

„წელს მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი რამ კერძოდ ის , რომ 45 ქვეყანამ ერთად დააინიცირა ეს რეზოლუცია, შესაბამისად არა მხოლოდ საქართველოა  ავტორი და ლობისტი ამ რეზოლუციის,  არამედ საქართველოსთან ერთად 44 სხვა ქვეყანა . ეს არის  ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის , რომ ჩვენ როგორც ქვეყანამ მივაღწიოთ ჩვენი  იძულებით გადაადგილებული პირების , დევნილების ღირსეულ დაბრუნებას“, -  განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 73-ე სესიის ფარგლებში მიიღო საქართველოსა და 44 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია „აფხაზეთიდან (საქართველო) და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი (საქართველო) იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. დოკუმენტს მხარი 79 ხმით 15-ის წინააღმდეგ დაუჭირეს.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იუსტიციის სამინისტრომ პატიმართა კვებისთვის ₾201 მილიონიანი ხელშეკრულებები გააფორმა
ინფრასტრუქტურული პროექტების რეგულირება მკაცრდება - მთავრობა ცვლილებათა პაკეტს ამზადებს
2026 წლის I კვარტალში ტელე და რადიო მაუწყებლების კომერციული შემოსავალი 64%-ით გაიზარდა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics